რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტია მარა მთელი პოლიტიკა ეგეთია მთელს მსოფლიოში!
AMSTERDAMMERრას ნიშნავს ეგ ახალგაზრდავ?? ეს ხომ არ იშნავს რომ გინდა დანიშნო ის ვისაც მართავ და რუხი კარდინალის როლში გამოხვალ??

თქვენს ურთიერთობებზე კარგახანია ვხვდებით, მარა ეხლა პოსტის გადაბარებას გავს! შენი თავის მართლება!
ეს ყველაფერი რათქმაუნდა ხუმრობით!
ახლა ჩემი აზრი:
ჩემთვის მაგრა სულერთია ეს განყოფილება და ვაბშემც მოდერატორობა არ მოდერატორობა!
მე მაინტერესებს რატომ იკლავს ეს სამი კანდიდატი თავს ასე?? ნუ კაი ერთი ასე თუ ისე სხვამ წარადგინა და ბევრმა მისცა ხმა, მაგრამ დანარჩენი ორიდან ძაან მაინტერესებს რატომ იკლავს ერთერთი თავს ასე გამეტებით!
ანუ რათ უნდა,
1. ეკაიფება?
2. ხოში აქვს?
3. კონტროლი უნდა?
4. თავის პოზიციების მოხვევა უნდა თავზე?
5. ვინმეს უნდსა დაუმტკიცოს თავისი პრივილეგირება??
რაც არ უნდა იყოს მიმაჩნია რომ
ყოფილი მოდერი უნდა გაჩერდეს რათა ახლის არჩევისას პარალელი არ გავავლოთ ძალაუფლების გადაცემასთან,
კანდიდატები საერთოდ გაჩერდნენ და აქ შემოსულებმა მისცენ ხმა მათ.
მესამე არასწორად მიმაჩნია საერთოდ ეს ტოპიკი! გაგეხსნათ და მიგეთითებინათ რომ იწყება ამა და ამ მოდერის არჩევნები მსურველებმა ამოიღეთ ხმა!!!
შემდეგ გაგეხსნათ არა ტოპიკი არამედ პული სადაც იქნებოდა ჩამონათვალი იმ პიროვნებებისა ვინც სურვილი გამოთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.
ამ დროს არ უნდა იყოს თვით კანდიდატის ტექსტი, ხოლო მემბერებმა კი დახოცონ ერთმანეთი კამათში თუ სურვილი ექნებათ!!
ასევე კაი იქნება თუ ყოფილი კანდიდატი ერთხელ იტყვის რა მოეთხოვება ახალ მოდერს და რა პასუხისმგებლობასთან ექნება საქმე! მერე კი გაჩერდება! ვთქვათ 15 გვერდის დაწერის მერე (ოღონდ მარტო ორი კაცის მიმოწერა ნუ იქნეწბა თუ შეიძლება თორემ "ხო და არა-თი" გაავსებენ ამ 15 გვერდს), ან მეორე ვარიანტი 30 სხვადასხვა მინიმუმ 1000 წერილის გაკეთებულ მემბერის შემოსვლის მერე. მოხდეს შედეგების დაჯამება.
ამით მივიღებდით ცივილიზებულ ფარულ კენჭისყრას და არა მემბერების ერთმანეთზე გადაკიდებას და ღრღნას!
კაი იქნება თუ ამას გაითვალისწინებთ!
ჩემი არჩევანი!
მიუხედავად აქ ჩამოყალიბებული თეზისებისა და იმისა რომ ის პიროვნება ვენებს გადაიჭრის ვისაც ეხლა ვიტყვი და იტყვის რომ ჩემი ხმა არ ჭირდება, ვამბობ შემდეგს:
ბოდიში ბიჭებო და ხმას გოგოს ვაძლევ!
ანუ შარლოტას ამისთვის რამოდენიმე მიზეზი არსებობს. პირადი არაფერი! მაგას მისი რეაქციითაც მიხვდებით! ლამის ზუბშია ჩემთან!
მაგრამ ამ მომენტში მიმაჩნია რომ ასეა საჭირო! თუმცა ვთვლი რომ ცოტახანში თვითონვე განაცხადებს ამ პოსტზე უარს! თუ რატომ ვფიქრობ ამას არ ვიტყვი, დუმილის უფლებას გამოვიყენებ!

ასე რომ ვთვლი პატარა ხნის შემდეგ შეგიძლიათ ისევ დააცხრეთ ერთმანეთს პოსტის განაწილებისთვის, ამასობაში კი გავიგებთ თქვენ რამდენად ღირსეული კანდიდატურები ხართ! ასევე ვაცადოთ სხვებსაც ეგებ და მათაც მოუნდეთ მოდერობა! (მე ნუ მიგულისხმებთ, რომც შემომთავაზონ მითუმეტეს ამ განყოფილებას ცხოვრებაში ხელს არ მოვკიდებ!

არაა ეს ჩემი სტიქია! იმედია იგივეს მიხვდა ამსტერდამერი და სხვა მიზეზი არ იყო მისი გადადგომა).
მოკლედ ხმის უფლება მაქვს, შემოვედი დავწერე რატომ და კანდიდატის უარყოფას არ ვიღებ! (ანუ თუ თვითონ დაიწყებს შენი ხმა არ ითვლება არ მინდაო), ასევე მაინტერესებს ამ უსასრულ ბჭობას როდის მოეღება ბოლო. ანუ რამდენი უნდა დაიწეროს აქ კიდევ და რამდენი უმდა ვიკამათოთ?? თუ მთელი ფორუმის სასტავია საჭირო მაშინ ან დაუგზავნეთ ხალხს შეტყობინება აქ შემოვიდნენ ან რაიმე სხმა მოიმოქმედეთ თორემ ასე არჩევნები კი არა ტუფტა პოლემიკა იქნება.
JAFAR_შენი შეხედულება ნასკებზე მთლად მართებულად არ მიმაჩნია, ამ ბოლოდროს ამ კანდიდატთან აშკარად ზუბში ჩაჯდომაში გამჩნევ ასე რომ შენს შეხედულებებს ვერ გავიზიარებ!

ნასკების გარეცხვა დიდი ვერაფერი გრეხია, სხვათაშორის სარეცხი მანქანა მშვენივრად რეცხავს თუ არა და შენი ხელებიც გამოდგება, თუ არა და ესეიგი არც სანადიროდ ყოფილხარ და არც პახოდში! იქ ვინ რას გაგირეცხავს თუ შენთვითონ არ გაირცხე და ჩაირეცხე!