მობრძანდით გელით გაშლილი ხელით

მე პირადად (და არა მარტო მე) დაინტერესებული ვარ რომ ეს საკითხი დროზე მოგვარდეს.
- რატომ?
ამ კვირაში ამის განმარტების მეტი, მე არაფერი მიკეთებია.
შეხედეთ ''ჯენერალს''!
- მოგწონთ?
ნებისმიერი სხვა განყოფილება გაცილებით უკეთესად გამოიყურება ვიდრე ხსენებული.
მუსიკაა...ინებეთ ''ჯენერალი'', სპორტია - აგერაა ''ჯენერალი'',
პოლიტიკა ხომ ისედაც ხშირი სტუმარია,
მთელი განყოფილება სავსეა ''ჭორბიუროს'' თემებით.
ფორუმელებს ვეღარ გაუგიათ რისთვისაა ეს განყოფილება.
ზოგი შეყვარებულს ეძებს და ძოგიც ვეტერინარს.
ადრეც განვაცხადე მსურს რამოდენიმე ახალი სერიოზული თემის გახსნა.
- მერე რა გიშლის ხელს?! - კასუხად
- უამრავი რამ... უმეტესობა კი იგივეა რაც თქვენ - უწესრიგობა.
ხომ შეიძლება ამ ფორუმზე არსებობდეს ერთი განყოფილება რომელიც
იქნება არა რეპლიკებითა და შეძახილებით სავსე, არამედ ლოგიკური მსჯელობით,
საჭირო არგუმენტაციით დასაბუთებული მსჯელობის ადგილი,
სადაც ადამიანი გაიგებს უამრავ საინტერესოს და ასევე გამოთქვავს საკუთარ შეხედულობებს?!
ამ არჩევნებში მე მაქვს ინტერესი და ეს ამ თემის ავტორობის ფაქტითაც სავსებით გასაგებია მემგონი.
ჩემი ინტერესია: ობიექტური, სამართლიანი, პატიოსანი ( შეძლებისდაგვარად რა თქმა უნდა) - მოდერატორის არჩევა, რომელსაც მე გვერდში ამოვუდგები,
ისევე როგორც ყველა მეგობარი რომელსაც გული შეტკივა ამ ფორუმზე.
* * *
ეხლა ისეც არ გამიგოთ რომ ადამიანიდს პატიოსნებას მისი მოდერატორობით ვსაზღვრავდე.
აქ სრულებით სხვა საკითხებია ჩადებული რომელიც ''ერთი მეორესთან არ მოდის.''
უბრალოდ ზევით გარკვევით რომ გადმომეცა აზრი, ამის გულისათვის ვიხმარე ასეთი ფორმა.