ტიმ, ეგ პრობლემა ფორუმზე კი არა სახელმწიფოშია გადაუჭრელი

რანაირად უნდა მონახო კრიტერიუმი იმისა თუ "ღირსეულია" თუ არა ესა თუ ის ფორუმელი სენატის წევრობისა? ლაპარაკია ისეთ კრიტერიუმზე რომელსაც ყველა დაეთანხმება თორემ ყველას საკუთარი აზრი აქვს იმის შესახებ ვინ არის "ღირსეული" და ვინ არა.
მე მგონია რომ ეგ გადაუჭრელი დილემაა და ამიტომ ჯობია ისევ არჩევნების გზით გადაწყდეს. კი, ჩეთავიკებს ბევრად მეტი პოსტი აქვთ ვიდრე იმათ ვინც მართლა აზრიანად პოსტავს. მაგრამ არ გამოვა ეგეთი გადარჩევა და რა ვქნათ? ვინ უნდა გადაარჩიოს? დაიწყება ისევ დაგნარი და კრახით დამთავრდება ეგ მცდელობა.
მე რაც შემოგთავაზეთ მგონია რომ თავიდან თუ არა, რამოდენიმე ხნის შემდეგ თვითრეგულირების მექანიზმს აამოქმედებს და გარკვეული დროის მერე მივიღებთ სენატს რომელიც ასე თუ ისე ოპტიმალური იქნება.
მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ და ასე დატოვება მართლა არ შეიძლება. ასე დატოვება უარესი ვარიანტია. ყველა ხედავს რაც ხდება. როცა არჩევნების გზით მოხდება მოდერების, სუპერმოდერების და სენატის დანიშვნა, მაშინ სალაპარაკო აღარ იქნება რომ "აი, ეს მოდერი არ გვინდა, ჩვენ არ აგვირჩევია". არ ივარგებს არჩეული? გადააყენებს ისევ ხალხის არჩეული სენატი და პრეტენზიებიც ბევრად ნაკლები იქნება

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: არც ისეთი დაბალია საერთო თვითშეგნება ფორუმზე. ფაქტია რომ თვით ყველაზე ბუნტავშიკი იუზერებიც აღიარებენ როცა მოდერი სამართლიანად მოიქცა და მხარს უჭერენ. ფაქტები აქვეა გვერდზე თემებში. ასე რომ ხალხი მაინც ბრძენია(

) და ტიმ, მიეცი საშუალება თვითმმართველობით სარგებლობისა