შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ მაგის ბრალი არაა, მარა ახლა როგორც კუჭში შეკრული კაცი ვერ გააკეთებს სალტო-მორტალოებს, ისე ფორუმიც ვერ იფრენს ნეტში ასე ტვირთაკიდებული (უკაცრავად შედარებისთვის

).
კანონების წერა სწორედ რომ პირდაპირაა დაკავშირებული ამ საკითხთან, რომელიც ალბათ სენატში ფუნქციების გადანაწილების და 'მოდერატორების უფლება-მოვალეობების' შესახებ კანონის მომზადების პარალელურად გაირკვევა და აი რატომ: მოდერმა რომ შლა დაიწყოს თემების, ხომ უნდა ჰქონდეს მკაცრად დადგენილი და განსაზღვრული - რისი წაშლა შეუძლია და რისი არა? თავად შალოს მოძველებული თემები (რაც ტიმის იდეაცაა), თუ რა ვუყოთ მათ? თემებსაც გააჩნია მართლა - შეიძლება ძალიან ძველი იყოს, მაგრამ ფორუმელებისთვის ძალიან ძვირფასი. იყო ასევე საუბარი იმაზე, რომ ჩაირთოს ავტომატური ფუნქცია - ავტოპრუნინგი.
ეს თემა (წაიკითხე ეს და მომდევნო პოსტები:
http://forum.ge/?showtopic=33619382&view=findpost&p=2057902) ალბათ ამ თვის ბოლოს ან იანვარში გააქტიურდება და რამეც გადაწყდება.
This post has been edited by ისტერიკა on 11 Dec 2005, 19:07