ეს იდეა პრინციპში არაერთხელ გამოუთქვამს სხვებსაც, თუმცა თავი ვერ მოვაბით, რომ წესიერად განგვეხილა.
ცნობილია, როგორი პოპულარულია ფორუმზე პოლიტიკის განყოფილება, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე - განსაკუთრებით კონფლიქტების და კავკასიის პრობლემატიკა, ჩვენს ფორუმზე არაფერთხელ შემოსულა ოსი მომხმარებელი, ორი კაცი პერიოდულად პოსტავს კიდეც და აქტიურად ერთვება კამათში, რაც ძალიან საინტერესოა ყველასთვის. შევამჩნიე, რომ სხვა არაქართველმაც სცადა, მაგრამ რომ დაინახა რუსულად არ გამოდიოდა, იძულებული იყო დაეტოვა ფორუმი.
იქნებ უპრიანი იყოს გავხსნათ პატარა ქვეგანყოფილება რუსულ ან უცხოენოვანი დაერქვას უბრალოდ (ინგლისურიც რომ შეიძლებოდეს იდეაში). თავს ვერ დავდებ, რომ ბუმი იქნება, მაგრამ მგონი დაინტერესებულებიც გამოჩნდებიან.
არაერთი მძლავრი რუსულენოვანი ფორუმია გახსნილი, მათ შორის ერთი ორი თავად ქართველის მიერ (მაგ.
http://www.kavkazweb.net/forum/ ,
http://elot.ru/forum/ ,
http://kavkazklub.5dom.net/), სადაც ძალიან საინტერესო საუბრები მიდის და ქართველებიც აქტიურობენ. შეიძლებოდა იქიდან ხალხის მოწვევა, მით უმეტეს, არა მარტო აფხაზის და ოსის, არამედ ჩრდილოკავკასიელი ეთნოსების არაერთი წარმომადგენლის, თუნდაც რუსების. ეს ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, ელემენტარული დიალოგი იქნება ჩვენთან.
იქნებ საცდელი ქვეგანყოფილება გაიხსნას, დროებითი. თუ გამოვა, მაგას რა აჯობებს და თუ არა და, ალბათ არაფერი დაშავდება.
რას ფიქრობთ?