ტიმ !
რატომ იყო აფხაზეთი ჩვენიასეა, აფხაზეთის ისტორიის სპეციალისტებს უნდა გვეშინოდეს ამ თემაზე წერა, რადგან ზოგიერთი მოდერატორი ათასნაირ საბაბს გამოჩხრიკავს იმისათვის, რომ ბანი დაგადოს. მოკლედ, ვერ ვწერთ სამეცნიერო საკითხებზე. ბევრ შემთხვევში აქა-იქ რუსული ტექსტები იდება, ზოგჯერ გვთხოვენ მის თარგმნას. არადა ენციკლოპედიური წესით დაწერილ რუსულ ტესტებს საკითხისმომცველ რეზიუმეს ვერ დაურთავ, თარგმნას კი დღეები და კვირები სჭირდება. ამასთან, პრობლემაა თარგმნის ხარისხი, ნიუანსების დაკარგვა, თანაც საკითხი ეხება წიგნს, რომელსაც ქართველი უწერს რუსს რუსულად და განა არ სჯობს, რომ ეს ტექსტი რუსულად დარჩეს ?
მოკლედ, ეს ბოლო თვეები ვერ ვწერთ აფხაზეთის თემაში !
ასე იყო და ასეა დღეს აფხაზეთში და ასეა ეხლა ამ ფორუმზეც.
არის მხოლოდ მუქარა : თუ გამაკრიტიკებ, ბანს დაგადებო.
ჩემს ამ შენიშვნაზე
(...შენ ჯერ გააქრე ტექსტები და ეხლა მეუბნები, რეზიუმე გაუკეთეო. არც ლოგიკა გაქვს. და კიდევ ერთხელ გთხოვ, ჩემს თემებს მოდერატორად არ გაეკარო. აქ კი რაც გინდა ის აკეთე)
ეგრი მპასუხობს :
("...მე მოდერაციას ვახდენ მხოლოდ მეცნიერების და განათლების განყოფილებაში. კიდევ ერთი მსგავსი პოსტი და დიდი ხნით დაგასვენებ!).
პირველი შემთხვევა არაა, რომ მოდერატორი ეგრი იმსახურებს იუზერების რისხვას.
გთხოვთ დააწყნაროთ ან გადაიყვანოთ სხვა განყოფილებაში.
ჩვენ კი თავი დაგვანებოს, მოგვცეს წერის საშუალება !
ეს საჭიროა იმისათვის, რათა აღორძინდეს ქართველოლოგიური განყოფილება. მაგალითად, "კელასურის კედელი" (რუსულად,
კილაშ ურიშ კიდა ("კლიტით სავალი" კელასურის კედელი) ორჯერ დამიხურა და იქ უკვე ვერ ვდებ 40 წუთიან ვიდეოფილმს, რომელიც თავად გავაკეთე (არის მხოლოდ 4 წუთიანი ძველი ვერსია). ესე იგი, ასე გამოდის : მე, აფხაზეთის ისტორიის სპეციალისტს პირი შეკრული მაქვს აფხაზეთის თემაში ამ თემის არასპეციალისტის მიერ ! სხვათაშორის აღნიშნული თემა, ჩემს მიერ არ არის გახსნილი, მაგრამ ჩემს მიერ დაწერილი რუსული წიგნების მიმოხილვით გაიხსნა ის და სწორედ იქ მეკეტება ეხლა პირი.
დამიდგა ბნელი ღამეები...
ქართულ თემებში რუსულად ნუ წერო !
მივმართე ეშმაკობას : რუსულად გავხსენი. იქ, მართალია, ვერ მითხრა, ქართულად ნუ დაწერო, მაგრამ თემა ორჯერ დამიხურა.
ვერ გავიგე, რაშია საქმე.
ისე, მე ვინ მკითხავს, მაგრამ ოღონდ თავი დაგვანებოს და ვისურვებდი, რომ კომოდერატორი ეგრი გამხდარიყოს მოდერატორი...
პატივისცემით ბადრი.
This post has been edited by badriko on 1 Jun 2009, 14:23