აღმოსავლური კალენდრის მიხედვით დამდეგი 2007 წელი ცეცხლოვანი (წითელი) ღორის იქნება. ლეგენდის მიხედვით ღორი ყველაზე ბოლოს მივიდა ახალი წლის ზეიმზე. ამიტომაცაა რომ სწორედ ღორი ასრულებს აღმოსავლური ჰოროსკოპის 12 წლიან ციკლს.
2007 წლის ფერებია წითელი, ბორდო და ნარინჯისფერი.საახალწლოდ თბილი პალიტრაა რეკომენდირებული: ვარდისფერ - წითელ-ბორდო- ყვითელ-სტაფილოსფერიდან  დაწყებული აგურისფერ-ოხრათი და ყავისფერ-მიწისფერით დამთავრებული, ნათელი ფერების ტანსაცმელი, ვარდისფერ ან წითელ ტონებში შავი წინწკლებით, წითლით გაწყობილი თეთრი კაბები და პერანგებიც ძალიან აქტუალურია. 
რადგან ღორს კეთილდღეობა და კომფორტი უყვარს, ამიტომ ახალ წელს შეეცადეთ მდიდრულად და ეფექტურად გამოიყურებოდეთ. სამკაულები ნატურალური ქვებისა და მასალებისაგან უნდა იყოს. ქალბატონებო, ამ საღამოსა და მთელი წლის განმავლობაში დაუბნიეთ მარგალიტი ღორს - თამამად ატარეთ მარგალიტის სამკაულები ნებისმიერი სახით - ნამდვილი იქნება თუ ხელოვნური, ზღვისა თუ მდინარის.
ახალი წლის საღამოს ინტერიერი ცხადია სხადასხვა სახის ნიფ-ნიფებით, ნაფ-ნაფებითა და ნუფ-ნუფებით უნდა მოირთოს, მაგრამ მთავარია  არ დაგავიწყდეთ კარგი იღბალის, ხვავისა და ბარაქის, აყვავება - აშენების სიმბოლოები. განსაკუთრებით ჭვავის თავთავები, ნაძვის, ფიჭვისა და კიპარისის ტოტები, აგარგარი, ატმები, ლეღვები. ყვავილებიდან ვარდები, მიხაკები, ღიღილოები.ამ ყვავილებით მორთული ნაძვის ხე და ჩიჩილაკი  სიკეთესა და ბარაქას დაგიკვებებთ ახალ 2007 წელს.
ღორის წლის შესახვედრად წინასწარ მოამზადეთ 7 საგნიანი (ცერცვი, წიწაკა, სანთლები და საკმეველი, არომატიზირებული ბალახები, ყურძენი) ხონჩა და იგი ბუხრის წინ ან ანთებული სანთლების ქვეშ საპატიო ადგილზე დადგით.
საახლაწლო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ მასზე დაუშვრბელია ღორის ხორცი. სხვა სახილ ხორცეული, ბოსტნეული და ხილი, ყველანაირი ცივი თუ ცხელი საუზმე, ნამცხვრები ღორს, კარგი ჭამა-სმის მოყვარულს სწორედაც, რომ ესიამოვნება. სუფრაზე  სასურველია გქონდეთ ლობიო და ცერცვი.  შინაური და გარეული ფრინველისა ხორცი, პური და მწვანილი, ყვავილი (თუნდაც ქოთნის), ხილი (ატამი, კომში ან ლიმონი). შვიდი წითელი ან ცისარტყელის ფერების სანთლები. თასი წყაროს ან უბრალოდ სუფთა წყლით. წითელი და ქარვისფერი ღვინოც არ დაგავიწყდეთ. 
ღორის წელს სახლში ოჯახში უნდა შეხვდეთ, შვილებში და საყვარელ ხალხთან ერთად მხიარულად და ხმაურით. კეთილი სურვილებითა და სითბოთი შეხვდით ახალ წელს და ჩაიფიქრეთ და უსურვეთ ერთმანეთს ბედნიერება, სიკეთე და ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა უბრალოდ კეთილი სურვილები და ისინი აუცილებლად აგისრულდებათ.
წელს საუკეთეო საჩუქარი იქნება ყულაბა-გოჭი მითუმეტეს, რომ ღორის წელი გვპირდება კეთილდღეობას, რასაც "ქართლოსი", ქართული სათვისტომო პოლონეთში, ყველას გისურვებთ სხვა ბევრ ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად.  
 This post has been edited by August on 9 Dec 2006, 22:19  
მიმაგრებული სურათი
 This post has been edited by August on 9 Dec 2006, 22:19  
მიმაგრებული სურათი
 
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/