გეთანხმები
ა)
აზრზე არ ვარ რატომ უნდა მომახვიოს თავზე მოდერატორმა ყვავას კანდიდატურა? რა უფლება აქვს მოდერატორს რომ გამოიყენოს მოდსიპი და იმ პიროვნების მხარდაჭერისთვის მოგვიწოდოს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ?
წარმოიდგინეთ გუშინ ყველა განყოფილებაში გაიხსნა მსგავსი შინაარსის თემები, ანუ ძალიან მარტივად,
ადგილი ჰქონდა მასობრივ ფლუდს, ფორუმის დაფლუდვას არც მეტი არც ნაკლები ბარის ერთ-ერთი კანდიდატის გამო.
მოდერთა სასახელო გუნდი ადგა და გადაწყვიტა რომ
მათ აქვთ უფლება საკუთარი პირადი სიმპატიების, მეგობრობის თუ სხვა სუბიექტური გრძნობებისა თუ მიზეზების გამო დაფლუდონ ფორუმი, აავსონ აქაურობა კონკრეტული ადამიანის მხარდასაჭერი თემებით და გააღიზიანონ არაერთი იუზერი.
არა და არსებობს წესების 4.3.9 მუხლი, რომელშიც ვკითხულობთ -
ფლუდი.უაზრო შეტყობინებების ნაკადი(მხოლოდ იმისთვის, რომ გამოჩნდეთ თემაში, ათასგვარ სისულელეებზე ილაყბოთ ანაც მომენტალურ უმნიშვნელო პრობლემებზე.) აღიზიანებს მომხმარებლებს, რადგანაც უსარგებლო ინფორმაციის რაოდენობის გაზრდას იწვევს, ანელებს გვერდების გახსნის პროცესს და ზრდის უსარგებლო ტრაფიკს.თუ თქვენ სათქმელი არაფერი გაქვთ-უმჯობესია გაჩუმდეთ.
ციტირება "
ათასგვარ სისულელეებზე ილაყბოთ ანაც მომენტალურ უმნიშვნელო პრობლემებზე" - ათასგვარ სისულელეში შედის თუ არა ბარის რომელიმე წევრის მხარდაჭერა, ამაზე შეიძლება ვიდაოთ, თუმცა
ვერცერთი მხარე ვერ დაასაბუთებს, რომ ყვავას მხარდაჭერა არ იყო სისულელე, იმიტომ რომ ჩემთვის ის ყოველთვის სისულელე იქნება.
გარდა ამისა, ყვავას მხარდაჭერა არის
მომენტალური უმნიშვნელო პრობლემა - გავა ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, დამთავრდება ბარი და არავის აღარ ეხსომება. ის დისკომფორტი კი რაც მე, სხვა იუზერებმა და ფორუმელებმა მივიღეთ ამ თემით (თუნდაც ის ვორნები) აუცილებლად დარჩება...
ერთი რიგითი იუზერის რაღაც სურვილების ამბიციების თუ კონკურსების გამო არ უნდა დაიჩაგროს რამდენიმე სხვა იუზერი, რომელსაც არაფერი დაუშავებია გარდა იმისა რომ განყოფილებაში მშვიდად დაპოსტვა სურდა და არა უაზრო "ოთუჩო გეია" - ტიპის თემების ნახვა.
გარდა ამისა,
ფლუდი აღიზიანებს მომხმარებლებს - ეს პირდაპირ წერია იმ მუხლში. ჰოდა თუ მომხმარებლები იმ კონკრეტულ თემაში სამართლის განყოფილებაში გაღიზიანდნენ მაგ თემის გახსნით - გამოდის რომ ფლუდის მთელი შემადგენლობა სახეზეა, ანუ მოდერატორმა ნატალიმ სამართლის განყოფილება დაფლუდა, ამაზე კი ხმა არ ამოიღო სამართლის მოდერატორმა, მეტიც ხელი შეუწყო თემის არსებობას და ორი-სამი იუზერი შემოევორნა კიდეც. შემოევორნა სწორედ იმ პირობების გამო, რომელიც თვითონ შექმნა ან მისი მხარდაჭერის გამო შეიქმნა.
ბ)
სამართლის მოდერმა თვითონ არ გახსნა - სხვა მოდერატორს დაავალა რომ ის თემა სამართალში გაეხსნა. თუ მოდერატორს აქვს ასეთი თემის გახსნის უფლება - რატომ თვითონ არ აკეთებს? რატომ ავალებს სხვას რომ გახსნას ვიღაცის მხარდასაჭერი თემა? -
ლოგიკა ერთია - მოდერმა იცოდა რომ მსგავსი თემის გახსნას მოჰყვებოდა უკმაყოფილება. სწორედ ამიტომ მან დარტყმის პირველი ტალღა თავიდან აიცილა იმით რომ სხვას მიანდო თემის გახსნა.
გ)
თემის სათაური - ადექი, თავს უფლება მიეცი და ხსნი განყოფილებისთვის საერთოდ შეუსაბამო, ლოგიკურად უაზრო და უინტერესო თემას -
ნორმალური სათაური მაინც დაარქვი რა? "ხმა მიეცით ბოსტანს" "მხარი დაუჭირეთ ბადრიჯანს" - რა შუაშია აქ ვიღაცა გეია და შემოდით ნახეთ? არის თუ არა ეს არაკეთილსინდისიერი მიდგომა საქმისადმი? განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ ეს თემა არ უნდა გახსნილიყო სამართალში, წარმოადგენდა ფლუდს და არ შეესაბამებოდა განყოფილების სპეციფიკას.
გარდა ამისა, თემას არ ჰქონდა შესაბამისი სათაური ან პირიქით - თემის შინაარსი არ შეესაბამებოდა სათაურს - ჰოდა რაღაც ქროს-დარღვევა მივიღეთ რომელიც პირველია მგონი ჩემს პრაქტიკაში
დ)
და ამ ყველაფრის უკან იდგა და ამ კამპანიას თავისი ინდიფერენტულობით მხარს უჭერდა სამართლის ამჟამინდელი მოდერატორი. შესაბამისად პასუხისმგებლობაც მისია.
მოკლედ განყოფილებას ყოველ დღე უფრო მეტად ემჩნევა გააბანოების ტენდენცია, სულ უფრო მეტად გაისმის გეი, ცისფერი და მსგავსი შინაარსის შემცველი პოსტები, თემები და თქვენ წარმოიდგინეთ სურათებიც კი. და ამ ყველაფრის წამომწყები იდეოლოგი მამამთავარი თუ რაც გინდათ ის დაარქვით არის მოდერატორი otucho.
მე რათქმაუნდა პასუხისმგებლობის გარკვეულ ნაწილს
კომოდერატორსაც ვაკისრებ - რომელიც ასეთ სიტუაციაში საერთოდ არ გამოჩენილა განყოფილებაში...
ერთი სიტყვით, ფლუდერი მოდერატორი გვყავს და თანაც აბანოიდი. ვერ გაამართლა იმედები.
This post has been edited by ლლევ on 18 Oct 2007, 12:38