ვიცი რომ თემა დახურულია, მაგრამ ახლა მოვიცალე და ჩემს აზრს მაინც მოგახსენებთ.
zezuxbaia
არავითარ შემთხვევაში.
ის, სადაც სხვა ენებზე დისკუსიები მიდის, ორი რამ ხდება:
1. ესაა უცხოენოვანი ჩეთები. (აქ ქართულად წერა იკრძალება)
2. და უცხო ენებს ონლაინ რეჟიმში შეისწავლიან.
("ჩემთან" ასეა და სხვაგან არ ვიცი)
აი, წესები რას გვეუბნება:
4.5. ფორუმზე ურთიერთობის ოფიციალური ენა-ეს არის ქართული.იკრძალება სხვა ენების ხმარება, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა უცხოურ ენაზე დაწერილი ამა თუ იმ დოკუმენტების ან მაგალითების ციტირება ხდება.ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ციტატების გადაყვანა ქართულ ენაზე ან თუნდაც მათი მოკლე მოყოლა, გადმოცემა მაინც.
ეს წესი მეცნიერების განყოფილების იუზერების უმეტესობამ იცის.
ბევრისთის მითქვამს ფორუმზეც და პირად მიმოწერებშიც.
ეგ პუნქტი განყოფილების წესებშიც შეტანილი მაქვს:
★ წ ე ს ე ბ ი ★(ჯერ დაუსრულებელია, გული არ გაგისდეთ)
ანუ, არაფერია იმაზე მეტი, რაც ფორუმის საერთო წესებში წერია.
რაც შეეხება პოლიტიკის გადახედვას, სადაოა.
მეგრული ყველამ არ იცის და ვიღაც ვიღაცას მეგრულად რამეს რომ მიუპოსტავს, მერე თარგმნას PM - ებში იხვეწებიან ხოლმე, რაც ცალსახად არანორმალური მოვლენაა .
გასათვალისწინებელია, რომ მეგრული ენაა თუ დიალექტი, ჯერ კიდევ დავის საგანია.
გურჯივორნი მეგრულად პოსტვის გამო არავისთვის მიმიცია, მაგრამ არც სხვა ენებზე მპოსტავები არიან კარგ დღეში.
გაფრთხილებას ყველა ღებულობს.
მაგალითად,
kobalsky - ს ვდევნიდი ერთი პერიოდი