მე რამდენადაც მახსოვს, ამ თემის დახურვის ძრითადი მიზეზი იყო შემდეგი: ქალიც ადამიანია და იგივე პრობლემები აქვს ავტომობილთან, როგორიც კაცებსო (ლოლ, ვერაფერს იტყვი. ვპეჩეტლიაეტ).
თუმცა როგორც აღმოჩნდა, ქალების პრობლემები რომელიც ბოქსებში (იქ სადაც იგივე ადამიანების, ამჯერად კაცების პრობლემები) განიხილებოდა, სასაცილოდაც არ ყოფნიდა ჩემი სქესის წარმომადგენლებს (ობიექტური მიზეზების გამო) და საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენეს ერთ იუზერს (სამწუხაროდ ის თემა წაშლილ იქნა ამ დღეებში, გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე)

აქვე მინდა დავამატო: იმ რაოდენობით პრობლემების განხილვა ბოქსებში, რომლებზეც ხსენებულ თემაში მიდიოდა საუბარი, ჩემი აზრით გამოიწვევს ბოქსების დაფლუდვას და შესაბამისად, მოდერატორთა რისხვას (რაც როგორც წესი, ვორნით გამოიხატება).
წარმოიდგინეთ ასეთი თემები:
- დისკი დამეღუნა და რა ვქნა, გავყიდო ეს მანქანა თუ გამოდგება კიდევ?
- საჭე მარცხნივ უფრო დიდი გრადუსით ტრიალდება, ვიდრე მარჯვნივ და პომპა ხო არ ჭედავს ნეტა?
და ა.შ.

))
დარწმუნებული ვარ დასცინებთ ასეთი თემის ავტორს და იმასაც ეტყვით, მეტი სანერვიულო არაფერი გქონდეს ნეტაო.
თუმცა მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ეს პრობლემები რეალურად წარმოადგენს პრობლემას იმ ქალისთვის, რომელსაც ყავს ავტომობილი და ჩვენი, ესოდენ ჭკვიანი და გამოცდილი კაცების დონეზე ვერაა ტექნიკასთან

და მას ჭირდება თუნდაც მარტივი, მაგრამ რჩევა.
როგორ ფიქრობთ, სად უნდა ისაუბრონ ასეთ პრობლემებზე? ფლეიმში? ქალი და მამაკაცში? თუ მშენებლობა და რემონტში?
მგონი პასუხს თავადვე გასცემთ ამ კითხვას, ამიტომ მე აღარ დავამატებ არაფერს

P.s. ძვირფასო ქალებო, ის თემები რომელიც მე ჩამოვთვალე, იყო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დაახლოებითი შთაბეჭდილება შეექმნა მკითხველზე და მე მჯერა, რომ თქვენ ბევრად მეტი გაგეგებათ ამ საქმეში
This post has been edited by Renix on 29 May 2008, 22:12