ეს არის შენი პირადი აზრი რომელსაც ზოგი იზიარებს ზოგი კი არა.
მხოლოდ იმიტომ რომ შენ თვლი რომ ესა და ეს თემა უნდა არსებობდეს არ ნიშნავს რომ მართლაც უნდა არსებობდეს კონკრეტული თემა განყოფილებაში.
შენ მასე თვლი, სხვა სხვანაირად. როცა არის აზრთა სხვადასხვაობა ჯერ თანხმდებიან ხოლმე, კონსესუსამდე მიდიან და მერე იღებენ გადაწყვეტილებას.
შენ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღე და ჩათვალე რომ მოდერს არავინ ეკითხებოდა ეგ კონკრეტული თემა იქნებოდა თუ არა განყოფილებაში.
მოდერი არ დაგეთანხმა და თემა დახურა.
შენ იმის ნაცვლად რომ წესების თანახმად ჯერ მოდერატორთან PMით გეცადა საკითხის გარკვევა (ბოდიში თუ ვცდები, მაგრამ მგონია რომ არ ეცადე ჯერ პირადად გაგერკვია) და მაინც არადამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების შემდეგ ან ტიმისთვის მოგეწერა ან თუნდაც თემა გაგეხსნა ფორუმის შესახებში და სხვისი აზრიც მოგესმინა დაარღვიე ფორუმის წესები, მოდერატორის დახურული თემა გახსენი და პოსტინგი გააგრძელე. ეს ფორუმის წესების დარღვევაცაა და მოდერატორის უპატივცემულობაც.
4.3.11. ნებისმიერი თემის ან საკითხის გარჩევის გაგრძელება, რომელიც მანამდე ადმინისტრაციის მიერ აიკრძალა ხელმეორედ განხილვისათვის, მაგალითად, წინამორბედი თემის დახურვის გზით.
http://forum.ge/rules.htmlშეგნებულად არ ვეხები ქალების კლუბის საკითხს ამ თემაში.
ეს თემა უნდა არსებობდეს თუ არა ამაზე შეგვიძლია ავტომობილების მოდერატორებთან ერთად ვისაუბროთ ამ განყოფილებაში, ოღონდ ცალკე თემაში.