Jaguar pawოკ..
ვხსნით ფოტოჟოპს, შიგ ვათავსებთ სასურველ სურათს/ფოტოს და ვიწყებთ მოქმედებას.
დავუშვათ ობიექტი არის 320 x 240 პიქსელი, ხოლო წონაში 12,6 KB... ეს რათქმაუნდა ფორუმის სტანდარტებში არ ჯდება (ფორუმზე დასაშვებია 80x80 px და 6 KB), შესაბამისად გვინდა შევამციროთ, როგორც ზომა ისე წონა. დავიწყოთ ზომის შემცირებით.
I ეტაპი (ზომის შემცირება)
ავდივართ ზევით, მენიუს
Image განყოფილებაში და ვირჩევთ პუნქტს -
Image Size.

ვკლიკავთ. გამოვა ფანჯარა, სადაც მითითებულია ობიექტის ზომა. პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ, რომ
Constrain Proportion მონიშნული იყოს (ეს საშუალებას იძლევა ავტომატურად შეუთავსოს სიგრძეს სიგანე). შემდეგ ვცვლით ზომას, მაქსიმალური ზომის ნაცვლად ვწერთ ჩვენთვის სასურველს, ანუ 80-ს. ამ შემთხვევაში მაქიმალურია სიგანე (Width) 320-ია. ვანაცვლებთ და 320 ნაცვლად ვწერთ 80-ს. სიგრძეც ავტომატურად (
თქვენგან დამოუკიდებლად) შეიცვლება. ვაჭერთ OK-ს. მზადაა. პირველი ეტაპი გავიარეთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ საზომი ერთეულად აღნიშნული იყოს პიქსელი (pixel) და არა სმ, ან ინჩი.
II ეტაპი (წონის დაკლება

)
სანამ წონას დავაკლებდეთ, ერთ ნიუანსს გადავხედოთ. ზომის შემცირებიის შემდეგ, ზოგ შემთხვევაში ობიექტი ხდება ბუნდობანი და გაურკვეველი. ეს ცუდია. თუმცა არის გამოსავალი. გავამკვეთროთ. მოვნიშნოთ ობიექტი, ავიდეთ Filter მენიუში, გადავიდეთ Sharpen პუნქტში და მივკლიკავთ Sharpen ქვეპუნქტზე

მკვეთრ განსხვავებას შემაჩნევთ
დავუბრუნდეთ წონის შემცირებას.
წონის დასაკლებად, მივდიივართ
File მენიუში, ჩამოვდივართ
Save for Web... პუნქტზე და ვკლიკავთ.

გამოდის ფანჯარა. მარჯვენა მხარეს
Setting-ებში ვირჩევთ აუცილებლად
JPEG ფორმატს. იქვე, მარჯვნივ არის ხარისხის მარეგულირებელი -
Quality. მისი შემცირებით მცირდება ობიექტის წონა, რომელის ცვლილებაც აისახება ”
წონის მაჩვენებელ” განყოფილებაში.


მორჩა. იმედია გაერკვევი

* * *
უი, შედეგის დადება დამავიწყდა

აი, ჩვენი ხომალდზე ამხედრებული მგელიც !
This post has been edited by Opizar on 19 Dec 2008, 12:32
მიმაგრებული სურათი