წინა გვერდებზე უკვე დაწერეს, მაგრამ აქაც დავაკონკრეტებ

იმისათვის, რომ ზოგადად ორი სფერო ერთ განყოფილებაში მოათავსო ან ახლო ნათესავები უნდა იყვნენ ეს სფეროები, ან მათი ურთიერთკორელაციის კოეფიციენტი უნდა იყოს მაღალი, როგორც ეს შემდეგ განყოფილებებში ხდება: "ჯანმრთელობა და მედიცინა", "მშენებლობა და რემონტი", "ჯობი და კარიერა", "ქალი და მამაკაცი" და ა.შ.
წარმოიდგინე ახლა ფლორა და კულინარია რომ გაერთიანდეს, მცირედი ურთიერთკავშირი ხო ამ ორს შორისაც ნამდვილად არის. გამოვა?

მიუხედავად ამისა, რელიგია-ფილოსოფიის ერთიანობას კიდე ავიტანდით, რომ არა განყოფილებაში შექმნილი სიტუაცია. აშკარად დომინირებს რელიგია და ფილოსოფიური თემები თითქმის არასდროს იხსნება. და თუ შემთხვევით ვინმემ გახსნა, იქაც რელიგიურ ჭრილში მიდის საუბარი/მსჯელობა, სხვანაირად შეუძლებელია. ჰოდა, დავუშვათ ერთ მშვენიერ დღეს მომინდეს თემა მაგალითად ტომას ჰობსზე, სად გავხსნა?
მე პირადად ვთვლი, რომ ფორუმზე ფილოსოფიას განყოფილება არ აქვს და მაგას ფორმალურად ჰქვია სახელი. არადა მოგეხსენებათ არც ხელწამოსაკრავი სფერო არაა და "ყველაზე ინტელექტუალურ" ფორუმზეც უნდა იყოს წესით მაგის რესურსი (იმედია).
მოკლედ, გამოყოფით არც რელიგიას დააკლდება რამე და ფილოსოფიასაც მივაგებთ საკადრის პატივს, ყველა მხარე დარჩება კმაყოფილი
This post has been edited by minerva on 9 Feb 2010, 01:31
- შეგიძლია წყალნარევი ღვინო გამიკეთო, ბერძნულად? ოღონდ იცოდე, ვიდრე ასხამ, ჭიქაში ჰაერი არ ჩაგეპაროს..