#19974206 · 4 Jun 2010, 10:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიდი ხანია ვაკვირდები ამ ორომტრიალს და მიუხედავად ჩემი დიდი აგრესიისა და ზიზღისა ამ იუზერის მიმართ იმის გამო, თუ რა ბინძური საკითხის საჯარო განხილვას მოითხოვს ამ ფორუმში, თანაც ასეთი განზრახ ბინძური კონფიგურირებით, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ბავშვს, რომელმაც ეს-ესასაა წერა კითხვა ისწავლა და ფორუმის ნებისმიერი თემის წაკითხვა შეუძლია (გამონაკლისი აბანოა, მაგრამ ეგეც დროის ამბავია), ერთ რამეში მაინც ვეთანხმები-
QUOTE | თქვენი დამოკიდებულებით ისეთ განწყობას ქმნით ფორუმზე რომ სრულიად უსუსურ მომხმარებელსაც კი გაუჩნდება პროტესტის ნიშნად სურვილი უზრდელობების დაწერისა. |
მოდერებო, ნუთუ ერთ ინტრიგანს ვერ უნდა მოუაროთ? ამ ფორუმზე ათიათასობით იუზერია და ნებისმიერს შეუძლია ამდაგვარის, ან უფრო უარესის წამოწყება და გამოდის, რომ თითქმის ყველა გაიტანს თავისას. ხუთი შვილი მეზრდება. უფროსი ეხლა მიდის სკოლაში და მალე სრულფასოვნად დაეუფლება წერა-კითხვას. რამდენადაც გავიგე, სკოლაში ყველას და ყველა წიგნს არ ურიგებენო---ინტერნეტში ნახავთ გაკვეთილსო. ვაი და იმ გაკვეთილების პარალელურად ესეც და ამისნაირებიც ნახოს? რას მთავაზობთ? ინტერნეტი და საერთოდ კომპიუტერი მოვაშთო სახლიდან, თუ უმჯობესია საერთოდ მთაში გავიხიზნო ცოლშვილიანად, თუ მინდა რომ ნორმალური ოჯახი შევინარჩუნო? მიხედეთ "ქალი და მამაკაცს" !!! ან გაფილტრეთ, ან აბანოს სტატუსი მიეცით, სადაც მხოლოდ მილიონპოსტიანები შევლენ! პ.ს. შეგიძლიათ ვორნები და ბანები არ დაიშუროთ "იუზერის მიერ სხვა იუზერის პირადი შეურაცხყოფისათვის" და ა. შ. როგორმე ავიტან
|