http://www.gpb.ge/HeadAndMembers.aspx?LangID=1საბჭოს წევრები
გიგა ნასარიძე
http://www.gpb.ge/Board.aspx?LangID=1სამეურვეო საბჭოს შესახებ
სამეურვეო საბჭო განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით.
საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს საკუთარი საქმიანობის საჯაროობას, აწყობს რეგულარულ შეხვედრებს საზოგადოებასთან და ითვალისწინებს მოქალაქეთა წინადადებებს საზოგადოებრივი ინტერესების უკეთ გამოხატვის მიზნით.
სამეურვეო საბჭო შედგება 9 მეურვისაგან.
მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი;
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით;
პირი არ შეიძლება დაინიშნოს მეურვედ ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით;
მეურვეს სამეურვეო საქმიანობის განხორციელებისათვის ეძლევა ჰონორარი და აუნაზღაურდება ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების ხარჯები;
სამეურვეო საბჭოს სხდომა
სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით;
სამეურვეო საბჭოს სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით ან წევრთა ერთი მესამედის, გენერალური დირექტორის ან საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორის მოთხოვნით;
მომავალი სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ მეურვეს უნდა ეცნობოს სხდომამდე 3 სამუშაო დღით ადრე;
გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ მეურვეს აქვს 1 ხმა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა;
გენერალურ დირექტორს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტორს და დამოუკიდებელ აუდიტორს უფლება აქვთ დაესწრონ სამეურვეო საბჭოს სხდომას. საბჭოს თავმჯდომარის თანხმობით ან/და გენერალური დირექტორის ინიციატივით სხდომას შეიძლება დაესწროს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამდებობის პირი ან სხვა თანამშრომელი;
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ მეურვეები პირველივე სხდომაზე, სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს, ხელს აწერს საბჭოს გადაწყვეტილებებს, წარმოადგენს საბჭოს გენერალურ დირექტორთან ურთიერთობაში;
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 30 დღისა მეურვეები საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევენ ახალ თავმჯდომარეს;
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა 3 წლის ვადით. პირი არ შეიძლება აირჩეს თავმჯდომარედ ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით;
ახალარჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება წინა თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;
სამეურვეო საბჭოს ფუნქციები
სამეურვეო საბჭო
განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს;
გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას;
გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს და მისი შესრულების ანგარიშს;
მოისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს;
თანხმობას აძლევს გენერალურ დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს;
განსაზღვრავს გენერალური დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას.
სამეურვეო საბჭოს ანგარიში
სამეურვეო საბჭო არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს;
ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;
მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;
მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;
დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;
საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;
განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;
საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;
საზოგადოებრივი მაუწყებლობის მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;
საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
შიდა და გარე აუდიტების დასკვნებს;
საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამულ პრიორიტეტებში.
პარლამენტის წევრს უფლება აქვს გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესახებ.