აქამდე ფიზიკურად ვერ მოვხვდი ისე რომ კომენტარი გამეკეთებინა ამ თემაში, მოკლედ ახლა გავაკეთებ ამას:
ფორუმზე თუ რამისათვის შემოვდივარ ესაა ძირითადი სამი განყოფილება ჩემთვის: მოგზაურთა კლუბი, რეგიონები და სპორტი. უფრო მეტს ვკითხულობ ვიდრე ვწერ, მე ჩემი წილი არც სიარული მაკლია და არც მოგზაურობა, მაგრამ არის რაღაც რაც მოგზაური ადამიანისათვის აუცილებელია შთაბეჭდილებების გაზიარება, რჩევის მიცემა და მიღება, შემეცნება, ინფორმაცია. წარმოიდგინეთ ახლა როგორ შეიძლება იმოგზაურო კომპიუტერიდან აუდგომლად? ეს თუ მოინდომებ ისედაც ადვილია, მაგრამ უფრო კარგია სადაც უფრო მეტი ხალხი ტრიალებს მათთან ერთად შეძლო ის ვირტუალურად რასაც ვერ აკეთებ ფიზიკურად ( მოგზაურობას ვგულისხმობ

). რეალურად ასეთი საიტი, ურთიერთობისათვის ეს ფორუმია. მე მიმაჩნია რომ ფორუმი ამის გამოა ვალდებული მისცეს თავისავე მკითხველს თუ წევრს სრულყოფილი და დალაგებული სახით. მე ხან ხუმრობით ხან სერიოზულობით ვცადე მიმეპყრო იმ ხალხის ყურადრება ვისაც ძალუძს ამის გადაწყვეტა, მადეირასთან ერთად რამდენჯერმე ვცადეთ მიგვეწვდინა ხმა, სარჩევიც კი გავაკეთე იმის გამო რომ დამენახებინა როგორ მესახებოდა განყოფილების მომავალი. რამდენჯერმე გავხსენი თემა თხოვნით, მაგრამ პასუხი არ ყოფილა.
მოგზაურთა კლუბის გასაჭირითხოვნა მოდერს ან ვინმეს ვისაც შეუძლიაზემოთ გადავიკითხე და რამდენიმე ადამიანს ჩემი მოდერობის შესახებაც დაუწერია. მადლობა მათ და დავამატებ აქვე რომ მოდერობა არ არის ჩემი მიზანი, იყოს სხვა. არ მაქვს პრობლემა, მაგრამ განყოფილება რომააა გასაცოდავებული ეს არ მომწონს, მეც ისე როგორც სხვებს ინტერესს უკლავს. ჩემი აზრი და სურვილი კი ასეთი იყო:
დამატებოდა განყოფილებას კიდევ ერთი მოდერი და საქართველოზე გაკეთებულიყო ცალკე ქვეგანყოფილება (რავიცი ტურისტულ ბუმს ველოდებით თურმე და ქვეგანყოფილებაც არ ეკადრება ესეიგი?

), ინფორმაცია დალაგებულიყო სარჩევებში და ყოფილიყო მარტივი მოსაძებნი, იქნებოდა დახმარების თემები და ინფორმაციული. ადრე იყო საუბარი ნუ უშლით ხალხს ამა თუ იმ თემების გახსნასო, არაფრის მომცემი თემები არ უნდა გაიხსნას. რამე გაინტერესებს მაგალითა ვიზაზე: დასვი კითხვა ვიზების, რჩევების და იმ ქვეყნის თემაში ვისიც გაინტერესებს ძნელია? აბა ყოველ კვირა სეზინზე ყველამ რომ ხსნას თემები რა ღირს ქალები ბათუმში და შეიძლება თუ არა ჩაყვინთულზე მაიმუნობა ეს არაა თემა, და თუ მაინც გაინტერესებს დასვი ბათუმის თემაში.
მოკლედ ვეცადე ჩამომეყალიბებინა ჩემი აზრი, რა გამოვიდა არ ვიცი მაგრამ მგონი გასაგებად გადმოვეცი ას რომ გამოვა რამე გამოვაა არა და რა ვქნა ჩემი სამსახურის შეთავაზების მეტი არ ვიცი