უშუალოდ ნამოდერალი და ამჟამად გაუგებრობათა გამოისობით კვლავ გამოდერებულისაგან მინდა გავიგო პასუხი კითხვაზე:
რატომ, რა მანქანებით და რა ვითარებაში ჩაერთო მას მოდსიპი, იმ ფონზე როდესაც მას როგორც იუზერს და როგორც ცოცხალ არსებას არაერთი ცოდვა მიუზღვის ამ ფორუმისა და მისი იუზერების წინაშე?!
ან რა მორალური უფლებით დასთანხმდა კვლავ მოდერობას, როდესაც თავის დროზე შერცხვენილი და გაკიცხული განდევნილ იქნა ფორუმის ოლიმპოდან და აქაური საზოგადოების მიერ სასტიკად გაკიცხულ და დაგმობილ იქნა?!
ჩვენ გვინდა პასუხი კითხვებზე!
და ჩვენ ეს პასუხები უნდა მივიღოთ საჯაროდ, ყველამ!
პირადში და ფორუმის შესახებში არაა ეს თემა განსახილველი!
პასუხები დაიდოს აქ და ეხლა!
ამას მოითხოვს სამართლიანობის უდიდესი პრინციპი ამ ქვეყანასა ზედა!
ჩვენ ვერ შეგვაშინებთ ბანით და ვორნით
ეს ხუნტის ნაშთებისთვისაა უმოდსიპობა ტრაგედია
თავისუფალ უზერებს ეს ვერ გვაბრკოლებს!
დახურეთ ეს თემა თუ არ გაქვთ პასუხები!
დახურეთ ეს თემა თუ გსურთ აიცილოთ პასუხისმგებლობა დღეს!
მაგრამ იცოდეთ
აღსდგებიან ათასები ხვალ და გაიძულებენ თვალებში ჩახედვას
გაიძულებენ პასუხის გებას
და უსვინდისობა-უნამუსობაზე საჯაროდ მოგაგებენ მაგიერს!
პასუხებს ლაჩრები გაურბიან!
და ლაჩართა წესია მოდსიპს და ადმინისტრაციას ამოფარებული ურთიერთობა ჰუზერებთან
ვერ დაგვემალებით!

პ.ს. მოდერთუხუცესმა ჟოანმა ბრძანა, რომ:
"მიშისტთან კამათი, იგივეა რაც ინდაურთან ჭადრაკის თამაში: შეიძლება მსოფლიოში უძლიერესი მოთამაშე იყო, მაგრამ ის წააქცევს ყველა ფიგურას, მოჯვავს დაფაზე და ამაყად გაიჭიმება"
მიშას ხმა ისმის მთელ რუსთაველზე და ათობით ათასი ადამიანი მის სახელს სკანდირებს (c) დიდგორა