მუხლი 79. ნასამართლობა
1. მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის
კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის
მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლის-სამართლებრივიპასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლის-სამართლებრივი
ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
2. სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
3. ნასამართლობა გაქარწყლდება:
ა) პირობით მსჯავრდებულისა _ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ;
ბ) თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა _
სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ;
გ) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან სამი წლის შემდეგ;
დ) მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა _
სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ;
ე) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებულისა _ სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ.
4. თუ მსჯავრდებული კანონით დადგენილი წესით სასჯელის მოხდისაგან
ვადამდე იქნა გათავისუფლებული ან თუ მას სასჯელის მოუხდელი ნაწილი
შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, ნასამართლობის გაქარწყლების ვადა
შესაბამისად გამოითვლება სასჯელის ფაქტობრივად მოხდილი ვადიდან ან უფრო
მსუბუქი სახის სასჯელის (ძირითადი და დამატებითი) მოხდის მომენტიდან.
5.
თუ სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებული უმწიკვლოდ იქცეოდა, მაშინ
მისი თხოვნით სასამართლოს შეუძლია მოუხსნას მას ნასამართლობა
ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე.6. გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება
სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და
სისხლის-სამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.
ეს ნასამართლეობის სტატუსი იხსნება,
თორე პოლიციის ჩანაწერებში დღეს რა ჭამე შეილება ისიც იყოს შემონახული.

სანტას ქუდის მოხსნა დამეზარა და ახალი დავაყენე