ბურზო
იცით როგორ არის? მუსიკის ვერცერთი ჟანრის თაყვანისმცემელს ვერ ვაკუთვნებ ჩემს თავს.
რომელიმე მუსიკალური შესრულება მომწონს იმ შემთხვევაში, თუკი... აი აქ ფარ-ხმალს ვყრი

ვერ ვასაბუთებ, თუ რატომ მომწონს...
ალბათ სხვადასხვა თვისებებსა და ერთობას ვეძებ ამა თუ იმ შესრულებაში, არ ვიცი...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აქ განსაკუთრებით მომწონს ეს მონაკვეთი 2:55-4:10 - ეს რა ხმა ამოსდის რიტმული სისტემიდან!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თუმცა შესრულებაში გამოვლენილი სული ისეთი სახის მუსიკაში მომწონს, რომელიც ჩემს ხელმოწერაშია.
ერთხელ სადღაც იანვრის შუა რიცხვები იქნებოდა და ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში მესმის შოტლანდიური მუსიკა... ძალიან მომეწონა... გავყევი ჟღერადოაბას და მიმიყვანა კაცთან... და ის იყო მთა - შოტლანდიის მთა! ადამიანის ფორმითა და ეროვნული ტანსაცმლით შუა ზამთრის ყინვაში - აზიდული და მომღერალი ქალაქის ცენტრში.
მომაჯადოვა მისმა შეუდრეკელმა ნებამ (ასეთ ყინვაში რომ უკრავდა და საკუთარი თბილი სუნთქვით რომ აკვნესებდა შოტლანდიურ გუდასტვირს), მუსიკამ და თვით მან, როგორც გრანდიოზულობისა და გრაციოზულობის ნაზავმა. თვალებს ვერ ვუჯერებდი, თუ ასეთ კლდეს, ასე ფაქიზად შეეძლო მუსიკალურ ინსტრუმენტთან ერთ სხეულად შერწყმა!..
დამატებით ჩემი გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ თურმე ყველას აფიქსირებდა ამავდროულად და არ ვიცი რატომ, მაგრამ მარტო მე მაჩუქა დისკი...
ამ შემთხვევის შემდეგ ვიცი, რომ მათი სული ძალიან ახლოსაა ჩემთან.
რაც შეეხება
ის, ელექტრონული მუსიკა, რაც ზემოთ დავდე, ვნახე ამ თემაში
ძებნა-ძიება/გაცვლა-გამოცვლა, (post #39965695) , რომელსაც თანაფორუმელი აგერ უკვე თვეზე მეტია ეძებს და დამაინტერესა, თუ რა არის მიზეზი, რომ ადამიანი მუსიკის ძებნას ამდენ დროს ახმარს.
ეს მუსიკა რემიქსია. ვეძებდი რა ამ მუსიკის სხვადასხვა სახის რემიქსებს, აღმოვაჩინე, რომ ეს ვარიანტი მართლაც საუკეთესო შესრულებაა, თუმცა სრული სახით ვერც მე ვიპოვე ვერსად.