Frankens†einდაგეთანხმები იმაში, რომ როცა მოდერატორი ,,ნა ზლო" სჯის იუზერს და ამით ,,შურს იძიებს" ხოლმე, ###ობაა.
კონკრეტულად შენს შემთხვევებში რა ხდებოდა სხვების მხრიდან მე არ ვიცი, მაგრამ რაც შეეხება ჩემსა და შენს მოდერატორულ-იუზერულ ურთიერთობებს, არა მხოლოდ შენი მისამართით, არამედ ზოგადად იმ ტიპებთანაც კი ვისთანაც კონფლიქტი მქონდა იუზერი როცა ვიყავი, ვცდილობდი მაქიმალურად ლმობიერი ვყოფილიყავი და რამდენიმეს PM-იც კი მივწერე ,,შერიგების" პონტში.
შენ გიყვარს როცა აფიქსირებ ,,მკიდია ვორნ-ბანი მე სწორი ვარ და ჩემსას ვატრაკებ ბოლომდეო" და საკმაოდ ხშირად შენი ეგ პოზიცია არ მოდიოდა შესაბამისობაში იმ წესებთან, რაც ამ ფორუმს აქვს

წეღან ორი ლინკი დადე, ერთში ბანი მოგეცი, მეორეში ვორნი, ან პირიქით ...
ორივეში იმსახურებდი და განმარტებული მაქვს რატომ.
მაშინ ფორუმზე არ ფუნქციონირებდა ,,შეატყობინე მოდერატორს" და ძალიან გვიჭირდა ყველა დარღვევაზე თვალყურის დევნება, თემაში ,,შეკითხვები, წინადადებები და პრეტენზიები" კი ტოტალური ,,გაოფება" მიდიოდა... ჩვენ კი, მოდერატორებს ეს თემა გვჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის რომ გაგვეგო იმ დარღვევების შესახებ რაც ჩვენ ვერ ვიპოვეთ, ასევე გაგვეგო ჩვენს ქმედებებთან მიმართებაში რა კონკრეტული პრეტენზია ჰქონდათ იუზერებს რომ ეს სიტუაცია გამოსწორებულიყო.
ამიტომ გადაწყდა რომ ეგ თემა არ უნდა ,,გაოფებულიყო". არსებობდა ღამის თემები და შეგეძლოთ იქ მოგეფხანათ ენა, არავინ არ იყო ამის წინააღმდეგი. მაგ თემაში, დავწერე პირველივე პოსტში რისთვის იქმნებოდა ეგ თემა და ისიც დავწერე, რომ აკრძალული იყო არათემატური პოსტინგი და გაწერილი იყო თუ რა ტიპის პოსტები უნდა დადებულიყო!
შენ რასაკვირველია ხო რემბო ხარ და აკრძალვების არ გეშინია, შემოხვედი და ,,ჰოდა ეგრეო" მიაწერე პირველი ვორნი ამისთვის მიიღე.
ეგ არ იკმარე, გამოაცხვე დიდი პოსტი, რომელიც შენიღბე შეკითხვით რომელიც ჟღერდა ასე ,,როგორ დავაპატარავო ავატარი"-ო

))) ძალიან დიდი ასაკის ფორუმელი ხარ ფრენკი და მშვენივრად იცოდი ისიც თუ სად ითხოვენ ფორუმელები ავატარის დაპატარავებას და ისიც თუ როგორ პატარავდება ავატარი. მაგრამ შენ იმხელა პოსტი გამოაცხვე, რომელიც გინდოდა რომ იმ თემაში ყოფილიყო, ისიც ხო უნდა შეგენიღბა და გეთქვა არათემატურად არ ვპოსტავო, და ვითომ კითხვაც დასვი

შესაბამისად მიიღე ბანი.
ცოტა ქვემოთ დასაბუთებული მაქვს კიდეც.
შეკითხვები, წინადადებები და პრეტენზიები (post #22174418)მა თემაში მე შარკიც დავსაჯე, შენც და ბევრიც ... და ჩემთვის თქვენ ყოველთვის ნიკები იყავით, ახლაც ასე ხართ უმეტესობა, პიროვნულად არცერთს არ გიცნობთ და არც შეიძლებოდა რამე წინასწარგანზრახული, პიროვნული უარყოფითი დამოკიდებულება მქონოდა ვინმეს მიმართ.
მე ვთვლი, რომ მე ვიყავი ძალიან კარგი მოდერატორი, ვთვლი რომ 99.99% ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა მოდერატორობის დროს იყო სამართლიანი, გამომდინარეობდა ფორუმის წესებიდან და ჩემს მიერ სამართლიანობის აღქმიდან და ყველა ჩემი გადაწყვეტილება, იქნებოდა ეს თემის დახურვა თუ იუზერის დასჯა, იყო დასაბუთებული და არგუმენტირებული

ესაა ჩემი კომენტარი და მე ამ საკითხს არ განვავრცობ