Bowman
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 13092
წევრი No.: 25773
რეგისტრ.: 17-November 06
|
#33646157 · 27 Oct 2012, 00:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lobja
QUOTE | რატო უნდა იყოს რომელიმე კონკრეტული თამაშის თემა აპინული ? პროგრამებში კასპერსკის თემა რო აიპინოს კაი იქნება? |
რატომაც იყო შენს "მოსვლამდე". და "მე მგონი გასაგებად დავწერე" არაა საჭირო, არ გამიხსნია მაგისთვის თემა. ეგ ერთი. მეორე: სად კასპერსკი, და სად ეიჯი, რა შუაშია. იყო ოდესმე აპინული? რა შუაშია ეხლა ეს შედარება? პროგრამებში ბევრი არაფერი გამეგება ისე, მაგრამ ეს დაახლოებით ისეთი რამეა რომ თქვა პეიჯი უფრო მაგარი მუსიკოსია თუ პავაროტიო.
QUOTE | ყველა იუზერს უნდა თავის თემის აპინვა და ესე არ გამოვა smile.gif |
მოდი ასე ვთქვათ, რომ აქ უბრალოდ ცდები. ბევრი თემა შეიძლება იყოს "ჩემი", მაგრამ არ მომითხოვია სხვაზე, მით უმეტეს იმაზე, რაც აქამდე არ ყოფილა. მაგალითად, ფეხბურთში მილანი, იასნა, იქ თავისი წესია, ვინც იგებს ლიგას ის აიპინება, და მშვენიერია, და კარგიცაა. მეორე, მაგალითად ძალიან აქტიურად ვთამაშობ ცივილიზაციას და აქაც აქვს თემა, ვპოსტავდი ხოლმე, მაგრამ არასოდეს მომითხოვია აქამდე აპინვა მაგ თემის, მარტო იმიტომ, რომ აქ არ არსებობს მაგისი საჭიროება. ძალიან ცოტაა ალბათობა იმისა, რომ ცივილიზაციას ვინმე ქსელში ან ონლაინ ითამაშებს, შესაბამისად არც არის საჭირო ბევრმა ნახოს ეს თემა, და პრინციპში არ ვართ სავსე ისეთი მოთამაშეებით, ვინც ოდნავ ტვინის გასანძრევ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას. შესაბამისად, არ მომითხოვია და არც ვაპირებ.
QUOTE | რატო უნდა იყოს 1 თამაში განსხვავებული ? არ უნდა იყოს |
რატომ უნდა იყოს და უნდა იყოს. რატომ დგას ქალაქში რომელიმე ადამიანის ძეგლი? აი რატო? სხვებზე მეტია და რაღაც? ან იმ ადამიანს რომ ძეგლი დაუდგეს მე უნდა მეწყინოს, რომ მე არ დამიდგეს? ელემენტარულია, სასაცილოა ეხლა ეს შედარება, მარა რო დაფიქრდე ეგრეა. 1999 წელს არის გამოშვებული, ვოლიუმებს რაც შეეხება, თავიდან არ იყო დანომრილი როგორც მე მახსოვს, მაგრამ ამ თემაში მიდის ხოლმე ძირითადად თამაშების განხილვა და არა ჩატი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ რამდენს წერს და რამდენად მალე ავსებს თემას, ზუსტად ეგაა საქმე, რომ ამ ტემპით სულ პირველ გვერდზე არ იქნება. მეორე, პატარა ბავშვები არ ვართ ამ თემაში, არავინ არის ისეთი, აი პროსტა თამაშის პონტში რომ უბერავს აქ რა, ვაბშე სხვა მუღამია, და ვაბშე სხვა რამეს ვაკეთებთ. ელემენტარულად რომ შეხედო, ქართველ გეიმერებს სად აქვთ წარმატებები? WCG-ზე Warcraft-ში მონაწილეობით შემოვიფარგლებით მარტო, აქ კიდევ ბოლო-ბოლო პირადად მე ვარ საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონდე voobly.com-ზე, რომელიც ერთადერთი ნორმალური ზონაა, გეიმრეინჯერისგან განსხვავებით. ეგეც რომ არა, ყოველდღე ლამის რუსებთან გვაქვს შეხება და თამაშები, და როგორც მინიმუმ თანაბრად ვეთამაშებით, და საკმაოდ ბევრი მოგებულიც გვაქვს, არ არის სასაცილო და რაღაც, საკმაო მიღწევაა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ეიჯს კაი ხანი თავისი საიტიც ქონდა, ჩვენების გაკეთებული, ამიტომაც არის შედარებით ცოტა თემა 9 წლის განმავლობაში. დღესდღეობით პირადად zv გეგმავდა რაღაც ტურნირის ჩატარებას, თანხა ქონდა მარტო მოსაძიებელი და მოიძიებდა კიდეც, მარტო იმისათვის, რომ წაეხალისებინა და ხალხი მოეზიდა. ამას თავი დავანებოთ პირადად მე და Dito ვაპირებდით საიტის გაკეთებას. და ამ ყველაფერში როგორც მინიმუმ არ გვინდა რომ ხელი შეგვიშალოთ, დახმარებაზე ზედმეტია ლაპარაკი.
QUOTE | ესეიგი 9 წელი რახან იყო აპინული ამიტომ უნდა დავტოვო ? არაა ეს არგუმენტი no.gif |
დიახაც რომ ამ ყველაფრის შემდეგ არგუმენტია. არგუმენტია იმ კონტექსტში, რომ ეს აპინვა აქამდე არავის გაუპროტესტებია. მოხვედი, და დაიწყე რეფორმები - ეგ კარგია, მაგრამ ფაქტია, რომ არ მივესალმებით ამას ჩვენ, და სხვებს კიდევ მაგარი კიდიათ. ანუ როგორც მინიმუმ არავისთვის კარგი არ გაგიკეთებია, და რამდენიმე კონკრეტული თემის იუზერები კიდევ გაანაწყენე. არა მგონია ფორუმზე მოდერის ფუნქცია ეს იყოს. სარჩევის გამოყენებაზე კიდევ ზემოთ სწორი გითხრეს, მე გამოვიყენებ თუ არა სარჩევს ეგ ჩემი საქმეა. მაგალითად, პირადად ჩემს შეხედულებას გეტყვი, უბრალოდ აღარ შემოვალ აქ, და აღარც ჩემს ჩანაწერებს დავდებ, აქამდე ვაკეთებდი ხოლმე და საკმაოდ ბევრია ისეთი ვისაც უნახავს ისინი და რაღაც დაუმუღამებია. მე არ ვამბობ მარტო ჩემზე, იმავეს აკეთებს zv, და ბევრი სხვა იუზერიც. არგუმენტი ისე ჩვენ არ გვაქვს მოსაყვანი, ნორმალური არგუმენტი შენ არ გაქვს იმისათვის, თუ რატომ ჩამოპინე ეს კონკრეტული თემა. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმციის პონტში (  ), შენ უნდა აგვიხსნა ჯერ გასაგებად და არგუმენტირებულად, თუ რატომ გაუკეთე ამ თემას ესეთი რამე. ისეთი ბანალური ფრაზა, როგორც "დავწერე უკვე, ყველა თამაშის თემა ჩამოიპინა" არ არის არაფრის ახსნა. ჩამოიპინა კარგი, მაგრამ რატო??? იმიტო რო შენ გინდა რომ მე ვისწავლო სარჩევის გამოყენება? ჯერ რატომ გგონია რომ არ ვიცი, თუ მაინცდამაინც? იმას ეწყინებაო კიდევ მართლა ბავშვური ბაზარია. რამდენი მოდერი გამოცვლილა და არავის არ ჰქონია ამასთან პრობლემა, მართლა წყნარად ვართ შეკრებილი რაღაც კატეგორიის ხალხი და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ აგერ უკვე ძალიან დიდი ხანია. როგორც მინიმუმ იქ ომის დროს რუსებთან გამოვხატეთ რაღაც და ჩვენსას ვეუბნებოდით, რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც მათ ეუბნებოდნენ... ნუ ეს იასნა შორს წაგვიყვანს, უბრალოდ ამითი იმისი თქმა მინდა, რომ არ არის უბრალო თემა რა. არ გაქვს პროსტა უფლება იმენა რელიქვიის ჩამოპინვის, დანარჩენზე მე აღარ ვაპირებ კამათს, საკმაოდ ბევრი არგუმენტი მოვიყვანე. WoW-საც ვთამაშობდი აქტიურად, მაგრამ თუ წოწი ჩამოპინე საერთოდ არ მაქვს მაგასთან პრობლემა, კი ბატონო. ის მაინც ზემოთ იქნება და არც რამენაირი მხარდაჭერა ჭირდება ფორუმისგან, ერთი რიგითი ტუპოი მმორპგ-ა, ეს კიდევ, სხვა რამეა რა, რომელსაც მიხვედრა უნდა, ბოლო-ბოლო ნებისმიერი უცხოურ პორტალზე ლეგანდარულ თამაშადაა ნაღიარები. This post has been edited by Bowman on 27 Oct 2012, 00:25
|