#39692741 · 3 Feb 2014, 01:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
jozefina
QUOTE | როგორი ღარიბული იყო ფორუმი და ფლეიმში ვნახე შენი თემა, გააგრძელე ზღაპარი |
სწორად მაშინ იყო ფორუმი კარგი. თბილი ურთიერთობა, არავითარი შუღლი, ნაც-ქოცი, ბოღმა თუ სხვა. ჩატები იყო, თუ სწორად მახსოვს, chat.ge და კიდევ chat.ti.net.ge. IRC-იც იყო. კრიტიკა იყო, კამათიც, მაგრამ მომიტევე და მასე არ ჰყარდა, როგორც დღეს. განსაკუთრებით ე.წ. პოლიტიკის განყოფილებაში. იქ ხომ საერთოდ დედა შვილს არ სცნობს. თან რაღაც მოდაა თურმე, რამდენიმე ნიკით პოსტვა, ბოღმის ნთხევის სხვადასხვა ვარიაციებით, PM-ში გინება და ვენების დაჭრა. აქ კიდევ ხალხი ნატრულობს ამ განყოფილების მოდერატორობაზე. კამიკაძე უნდა იყო, იქ რომ მოდერატორობდე.
მოკლედ, თემა სამწუხაროდ ამოწურულია. ე.ი. ვერ ვეღირსებით ფლუდკონტროლის შემცირებას, რადგან ადმინისტრაცია ამას ამა თუ იმ მიზეზებით არ თვლის საჭიროდ.
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
|