z125იმხელა პოსტინგებს დებ რომ შეუძლებელია პუნქტობრივი პასუხის გაცემა.
ერთი სიტყვით გეტყვი, ძალიან ემოციური და უარგუმენტო
გამოსვლა გქონდა, ძირითადად შენს სუბიექტურ აზრზე დამყარებული. გადაიკითხე წესები მაინც, მანდ არის თითქმის ყველაფერზე პასუხი.
ზოგადად მოდერატორს შეუძლია ისეთი პოსტინგის წაშლა რომელიც მისი აზრით არ შეესაბამება თემას ან განყოფილებას. მთავარია ამას ბოროტად არ იყენებდეს.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც აღწერილი გაქვს პირველ პოსტინგში, მე როგორც ბევრი სხვა იუზერი და მოდერატორი ვთვლი რომ მოდერატორის მხრიდან არ იყო არანაირი პროვოკაცია ან შეურაცხყოფა იუზერის მისამართით. გასაგებია რომ ყველას ცენზურის სხვადასხვა დონე აქვს მაგრამ ფორუმზე მიღებული ურთიერთობის დონის გათვალისწინებით ეს ასეა.
რაც შეეხება გოგინას და მისი ალტერნიკებს დაახლოებით 100 ალტერნიკი აქვს შექმნილი და ყველა გამოყენებულია პროვოკაციებისთვის, ტროლინგისთვის და ფორუმელების შეურაცხყოფისთვის. ასევე ახალ ნიკებს იყენებს იმისთვის რომ თავი დააღწიოს დამსახურებულ ვორნებს და ბანებს. ამის გამო მე ვუკრძალავ მას ფორუმით სარგებლობას, ეს აკრძალვა 2013 წლის დეკემბრიდან მოქმედებს და დღემდე ძალაშია.
თუ გოგინა შეასრულებს შეთანხმებას და კაცურ სიტყვას და არ დაარეგისტრირებს ახალ ნიკებს მაშინ განდის გაფრთხილება გოგინას ალტერნიკებზე გამოპასუხების თაობაზე აზრს კარგავს და შესაბამისად არც არავინ დაივორნება.
გოგინა - შენზე არის ახლა მთელი NY-ს თემის ბედი დამოკიდებული.