#48150050 · 21 Jun 2016, 11:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ , კიდევ ერთხელ ჩამოვწერ ათასჯერ დაწერილს.
1. ფოტოსურათი, რომელზეც აღბეჭდილი ვარ მე, ჩემი საკუთრებაა და ასევე იმ პირებისაც,რომლებიც ჩემთან ერთად არიან აღბეჭდილნი ამ ფოტოზე. 2. ფორუმი საჯარო სივრცეა. 3. საჯარო სივრცეში ფოტოების გავრცელება არ ნიშნავს მასზე საკუთრების უფლების უარის თქმას. ფოტო, რომელზეც მე ვარ, ისევ ჩემია. 4. ეს უფლება ინტუიციურად ყველასთვის გასაგებია, მაგრამ არ არის რეალიზებული მისი დაცვის მექანიზმები. 5. შედეგად, მომხმარებელს არ შეუძლია თავისი უფლება დაიცვას, ხოლო მოდერატორს არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამგვარ დარღვევას.
6. წესი მარტივია : "არ გადაიტანო, ფორუმელთა სურათებიდან სხვა თემაში სხვისი სურათი მფლობელის თანხმობის გარეშე." 7. იმ წამიდან, როცა სხვის ფოტოს გადაიტან სხვა თემაში და დაპოსტავ, წესის დარღვევა აშკარაა და ცალსახა და არ საჭიროებს დამატებით მტკიცებულებას. სრულიად საკმარისია პოსტის და წესის მითითება ვორნლოგში.
8.1 ნებისმიერმა შეიძლება განაცხადოს, რომ ეს სინამდვილეში იმ ფორუმელის ფოტო არაა და უსამართლოდ დაბანეს. 8.2 ისევე,როგორც ნებისმიერს შეუძლია განაცხადოს, რომ პროვოკაციაზე წამოაგეს და ამიტომ დაარღვია წესები. 8.3 მაგრამ უმრავლესობა ამას ვერ დაამტკიცებს.
9. ფორუმელი არ არის ვალდებული საკუთარი ვინაობის სინამდვილე დაუმტკიცოს ყველას. ყველა მოიცავს 200 000-ზე მეტ მომხმარებელს. უბრალოდ, შეუძლებელიც კია ეს. 10. დაზარალებული არ არის ვალდებული საკუთარი სიმართლე ამტკიცოს.
11. როცა ბრალდებას უყენებ სხვას, უნდა წარადგინო მტკიცებულება. არგუმენტი "უბრალოდ, ვიცი" არ გამოდგება. 12. თუკი დამრღვევი აცხადებს, რომ ფოტო, რომლის უკანონო გავრცელებაშიც მას ბრალი ედება, იმ ფორუმელის არ არის ვისიც უნდა იყოს, მაშინ მან უნდა დაასახელოს: ა) თუ ვისია ფოტო. ბ) იმ პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია, ვისიც არის ფოტო. სულ მცირე ფეისბუკი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი არგუმენტი არ მიიღება 8.1-ის და 11-ის გამო. 12A. ამის შემდეგ ამოქმედდება პროცედურა, რომელიც მოიცავს: 12A.1 პირველი ეტაპი. სავარაუდო ნამდვილ პიროვნებას, მოდერატორებს და სხვისი ფოტოს საკუთრად გასაღებაში ეჭვმიტანილ ფორუმელს. 12A.2 მეორე ეტაპი. სავარაუდო ნამდვილ პიროვნებას, მოდერატორებს და დამრღვევს. 14. ეს პროცედურა არ საჭიროებს დაზარალებულის ფოტოების გაცვლას დამრღვევთან ან რაიმე სხვა სახის კონტაქტს.
15. კიდევ არის კითხვები? შენიშვნები?
This post has been edited by 911GT2RS on 21 Jun 2016, 12:19
--------------------
ეს გახლავთ მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა. ახლა მომეცით სტატისტიკა, რომელსაც დავეყრდნობი.
ადამიანი რომელიც იმ ჩარჩოში ჯდება რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება Datvlas_vin_gtxоvs
auf wiedersehen
|