ამ ფორუმით რომ დავიწყოთ რეალურად რაღაცების შეცვლა ?
ტიმი იყოს პირველი ქვის მსროლელი
ამისთვის საჭიროა სერიოზული ცვლილებები.
პატარა საქართველოდ რომ განვიხილოთ ეს ფორუმი (მარტო ქართველები კი არა, ტურისტებიც არ ვართ ცოტა

) შეიძლება სამაგალითო გახდეს ყველასთვის აქ წამოწყებული დიადი ნაბიჯები საქართველოს კი არა ხალხის განვითარებისთვის რომ განვითარებულმა ხალხმა შეძლოს ქვეყნის მმართველის არჩევა. ახლა მხოლოდ ქვეყანა ვითარდება, ესტეთიურად. ხალხი ვერ ვითარდება რადგან ხელისუფლება ჰყავს ჩამპალი. ყოველ ჯერზე თან. სულ ასე მოტყუვდება ხალხი სანამ არ განვითარდება. დიახ. დიახ
მაგალითად, ჩატარდეს ხოლმე რეალური არჩევნები მოდერატორების ასარჩევად და ეს მოხდეს პერიოდულად, შეირჩნენ ისინი არა მხოლოდ პოსტების რაოდენობით და აქ გატარებული წლებით, არამედ აქტიურობითაც. დაივორნ-დაიბანოს ფორუმის წევრი ობიექტურად და სასჯელიც იყოს მკაცრი. იმდენად მკაცრი რომ ეს დედის გინება სხვანაირი პროტესტით შევცვალოთ. დიეზებით კი არა დიპლომატიური მიდგომით. აღარც პოლიტიკოსებზე იყოს გინება დაშვებული

ფორუმის წევრებმაც ერთმანეთს ნიშნის მოგებით და შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ მიმართონ, არამედ რეალური არგუმენტებით და ახსნა-განმარტებებით. PM-ში ლანძღვაზე სამუდამო ბანი ოღონდ შეურაცხყოფის ფაქტის არსებობის შემთხვევაში.
ტიმი იყოს ჩვენი უკვდავი ადმინისტრატორი
ტიმ ისროლე პირველი ქვა ! ოღონდ მაინც და მაინც მე ნუ გამარტყამ
ეს ფორუმი დიდებული რამ არის რაც შექმენი მაგრამ უფრო დიადი საქმეებიც შეგიძლია წამოიწყო.
ნახავ მთელი საქართველო შენზე ილაპარაკებს
გვიშველე ტიმ ! მოაშთე უწესრიგობა, უსამართლობა, ნეპოტიზმი, გაუნათლებლობა.
ჩვენ გადაგიხდით, ყველა ერთად, თვეში 1 ლარს რაც შეადგენს ათასობით ლარს თვეში.
შენ გექნება შემოსავალი წყარო და რეკლამები აღარ დაგჭირდება, განსაკუთრებით აზარტული თამაშების რეკლამები.
ტიიიიიიმ, გადაგვარჩინე.
nor-testშემაწიე ორი სიტყვა შე კაცო
ჩვენს მეტი არავინ შემოდის თემაში.
რა მოვწიე, რა იყოს ეს, ჰა ?
This post has been edited by რუსთაველი on 27 Aug 2020, 05:50