აქ (თბილისში) კითხვა შეიძლება, მაგალითად ჩემმა მეგობარმა მკითხა, რომელიც წასულია აქედან, უნდოდა აქ დარჩენილი მშობლების დაზღვევა გაეკეთებინა.
პირობები არ მოეწონა.
ვკითხე მანდ (იაპონიაში) როგორ არის მეთქი და ასე მითხრა ხელფასიდან 75 დოლარს ვიხდიო,
საწოლდღეზე 200 დოლარი
კიბოზე 25000
გარდაცვალებაზე 100000
(ასეთი რიცხვებიმითხრა დაახლოებით)
აქ ასე იყო
არის გეგმები, აირჩევ, თუმცა 65-ის ზემოთ არავინ აზღვევს სტანდარტულად
ისე კი, მაგალითად ბავშვი - იხდი 3-5 დოლარი თვეში და სასწრაფო, სატაციონარის ნაწილი, ამბულატორია უფასოა, თუმცა ძალიან სათავისო პირობები აქვთ, ეს უფრო დაზღვევა კი არა ტოტალიზატორში თამაშას გავს ჯანმრთელობაზე
(მგონი ყველგან მასეა)
რაც შეეხება სახელმწიოფო სამედიცინო დაზღვევას - ეს დაზღვევა არ არის!
უფრო საოციალური ვალდებულებებია სახელმწიფოს მხრიდან.
დაზღვევის პრინციპი ხომ არის რაიმე რისკის დაზღვევა?
ანუ მოულოდნელობის.
ახლა მითხარით არის თუ არა დაზღვევის საგანი მშობიარობა(ანუ მოულოდნელობა როცა რამეს 9 თვე ელი)?
მშობიარობის შედეგი შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური, პათოლოგიური....
ფიზიოლოგიურზეც იხდის სახელმწიფო, ისევე როგორც პათოლოგიურზე. ხოლო პაციენტისათვის უფასოა.
ეს კი იმდენად მიზერული თანხებია (100-200 ლარის ან უფორ დაბალის ფარგლებში) რომ პაციენტი თვითონ იხდის თავის თანხას, ყველამ ვიცით.
სინამდვილეში უნდა ხდებოდეს პათოლოგიური შედეგით დამთავრებულების თანხის სრულად გადახდა.
აქ ერთხელ დააპირეს 25 ლარიანი თანაგადახდის დაწესება, (დააწესეს კიდეც) მაგრამ ექიმებმა ამბავი ატეხეს!!!!! საქართველოში მშობიარობა უფასოა, ეს როგორ აკადრეთ ხალხსო!!!!!!!, სინამდვილეში კი ის მოხდა რომ როცა კაცი ხელში ქვითრი მიდიოდა, აი უკვე გადავიხადე რაც სახლმწიფომ დამიწესაო, მერე აღარ აძლევდნენ ექიმებს ფულს! (შედარებით შეუმცირდათ შემოსავალი, არ გაქრობიათ
)
ცოტა გადავუხვიე, მაგრამ ეგრეა
ისე დაზღვევა აქაც კარგია, თუ ახალგაზრდა ხარ,
GPI-s (სიბერისათვის თანხის დაგროვებას) რაც შეეხება , მგონი კარგი რამე, თუმცა ამის ისტორია არ არსებობს
არ მიდის განმარტება, რა არის კარგი და რა ცუდი, ხალხს გამოცდილება არ აქვს,
იმდენი კითხვა დამებადა, როცა შემომთავაზეს ხელფასიდან 20 ლარი დატოვეო, რომ გავჩერდი,
თუმცა ისეთი ხალხი აკეთებს რომ არ მოიტყუებიან
This post has been edited by PBero on 31 Mar 2003, 10:25
თბილისი ფორუმი ახალი თაობის კომკავშირელი ქაჯების სამფლობელოს დაემსგავსა...
სიკეთეში მოგახმაროთ.