#61033748 · 19 Feb 2024, 14:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოვალეობები
ა) ახორცილებს კონტროლს კომპიუტერული ქსელის დაგეგმვაზე, ფუნქციონირების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე; ბ) მონიტორინგს უწევს პროვაიდერებისაგან მოწოდებული ინტერნეტ სერვისების გადანაწილებას, მიწოდებას კორპუსებისათვის; გ) უზრუნველყოფს ქსელის მართვის მოწყობილობების (მარშრუტიზატორები, კომუტატორები, ფაირვოლები, უსადენო წვდომის წერტილები) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას. მათი კონფიგურირებას და ადმინისტრირებას; დ) უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განხორციელების კონტროლს ქსელის კომპონენტში. ე) კონსულტაციებს უწევს ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებს; ვ) ახორციელებს ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციათა დარეზერვებასა და საჭიროების შემთხვევაში აღდგენას; ზ) უზრუნველყოფს მოანაცემთა ნაკადების ფილტრაციას სტრუქტურული ერთეულებისთვის; ი) ახორცილებს პროვაიდერებისგან ინტერნეტ სიჩქარისა და სხვა სერვისების მოწოდების მონიტორინგს და ხარისხის კონტროლს; კ) მონიტორინგს უწევს Zone Directory და IDS სისტემებს
მოთხოვნები კვალიფიკაცია - უმაღლესი განათლება "სისკო" -თან მუშაობის გამოცდილება, ან გავლილი სერთიფიცირებული კურსი (CCNA) უსადენო ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება Windows სერვერთან მუშაობის გამოცდილება ( Linux - სასურველია) ინგლისურის ცოდნა ტექნიკური ტექსტის წაკითხვის და გაგების დონეზე
სამუშაო გრაფიკი - 5 დღე კვირაში.
--------------------
საქართველო უპირველეს ყოვლისა...
|