ცოტა გაჭირდა ამ ბოლო დროს სტაჟიორებისთვის და ჯუნიორებისთვის საქმე , მაგრამ თუ რამე გავიგე , მაინც მეცოდინება და დავწერ
![smile.gif](https://forum.ge/html/emoticons/smile.gif)
არადა ასე 1 წლის წინ სანთლით ვეძებდით დამწყებსაც და სენიორსაც. ახლა ბაზარზე კონიუნქტურა შეიცვალა და ყველა სენიორს ეძებს ....
ისე კი გირჩევდი ბანკებში დააგზავნო შენი CV , რამდენადაც ვიცი ახლა ლიბერთის და კრედოს სჭირდება ყველაზე მეტად დეველოპერები და სცადე
![smile.gif](https://forum.ge/html/emoticons/smile.gif)
განსაკუთრებით კრედოს უნდა სჭირდებოდეს , c# - ით ბევრი ძველი პროექტის გადმოწერას ცდილობენ ახალ პლატფორმებზე.
ისე c# და ნუ მისი გაფართოება კი გიწერია , მაგრამ მონაცემთა ბაზებზე იმუშავე აუცილებლად თუ უბრალოდ აქ დაწერა არ დაგვიწყებია. ჩათვალე არაფერია c# თუ არ იცი ის როგორ ურთიერთქმედებს მონაცემთა ბაზებთან , ანუ შენი ნებისმიერი კოდი ყოველთვის ბაზასთაა დაკავშირებული საბოლოოდ და კარგად უნდა გესმოდეს რა და როგორ ფუნქციონირებს.
აბა წარმატებები !