მოკლედ ნაცნობებისგან ვიცი ამ ფირმის შიგნით სიტუაცია.
არტი ჯგუფი მოიცავს დიდ ჰოლდინგს. მასში შედის:
არტი(სახელი წამოსულია პროქტერის ცნობილი ბრენდებისგან ARiel და TIde, ინციალებზე უკვე მიხვდებოდით) - რომელიც აკეტებს პროქტერის საქონლის ექსკლუზიურ დისტრიბუციას.
ენგინი- აკეთებს პროქტერის საქნლის დისტრიბუციას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
როსერი - აკეთებს პროქტერის საქონლის დისტრიბუციას სომხეთში.
ასევე ჰოლდინგში შედის ბევრი ცნობილი დიდი კომპანია საქართველოში (ყველაფერს ვერ დავასახელებ, კონფიდეციალურია და მიტომ.

)
რაც შეეხება პროქტერ და გემბლს. ეგენი ერთ ოფისში ზიან არტთან უბრალოდ ისინი სხვა ფირმის თანამშრომლებად ითვლებიან. პროქტერში მაღალი ხელფასებია, ამერიკული ფირმაა ბოლოს და ბოლოს.
CBDM ანუ რაზეც არის ეხლა გამოცხადებული ვაკანსია არის კარგი რამ. ეს არ არის უშუალოდ დისტრიბუცია მაგრამ მაღაზიის გამყიდვლებთან ხშირი კონტაქტი ექნება. ჩემი მეგობარი იყო ამ პოზიციაზე და ეხლა გადაიყვანეს სხვაგან ამიტომ ვიცი ამდენი.
ერთად-ერთს გეტყვით. ამ ფირმაში ყველა ვერ იმუშავებს. ძალიან რთული ტესტი აქვთ, მიღებაზე. 100-დან 2-3 კაცი თუ დაწერს მას სწორედ. ძალიან რთულია მანდ მოხვედრა ამიტომაც აცხადებენ უკვე დიდი ხანია და კანდიდატი ვერ იპოვეს. შეიძლება დიდი ხანი კიდევ ვერ იპოვონ რადგან ამ ფირმას ძალიან მაღალი მოთხოვნები აქვს, შესაბამისად ხელფასიც მაღალი.