#27510188 · 23 Sep 2011, 16:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვარ 34 წლის, სასიამოვნო გარეგნობის, დაოჯახებული ქალბატონი. ინგლისური ენის ფილოლოგი, დიდი პედაგოგიური სტაჟით.ასევე მაქვს მუსიკალური განათლება(ფორტეპიანო-ვოკალი).ვფლობ ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს. 15 წელი ვმუშაობ სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან. ვიმუშავებ ძიძა-გუვერნანტად სკოლამდელი ასაკის ან დაწყებითი კლასების ბავშვთან, როგორც ქართულენოვან, ისე რუსულენოვან ოჯახში. ვუზრუნველყოფ ბავშვის სათანადო მოვლას, აღზრდას, განათლებას( მეცადინეობას ნებისმიერ საგანში,უცხო ენებში, მუსიკა, და ა.შ),გართობას და სითბოს. საჭიროების შემთხვევაში კვებას, გასეირნებას,დაძინებას. შემიძლია ვიმუშავო დილის 10დან საღამოს 18 -19 საათამდე. შაბათ-კვირის გარდა(ამ დღეებში მყავს მოსწავლეები). ვცხოვრობ ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, სასურველია გამომხმაუროს საბურთალოს-ვაკის რაიონის მაცხოვრებელი. დანარჩენი დეტალები პირადად გასაუბრებისას. ფასი 500 ლარი. მომწერეთ PM.
|