ეს ჩემი კომპანიის შემთხვევაა აშკარად, მაგრამ აქ ვაკანსიები არ ცხადდება,, ამიტომ ჩათვალეთ რომ მაგრად გაგიმართლათ იმაში რომ აქ მოხვედრა არავის არ გემუქრებათ...
* * *
კიდევ ერთ მაგარ კომპანიას შევმატებდი ამ სიას - KTW ... კახური ტრადიციული მეღვინეობა....
ჩემ შემთხვევაში მივედი ოფის-მენეჯერად სამუშაოდ (3 წლის წინანდელი ამბავია), 100 $ ხელფასზე... დიდი პერსპექტივები დამიხატეს... ქარხანას ვაშენებთო, გავფართოვდებითო, გაყიდვები იზრდებაო, რუსულ ბაზარზე კარგის სიტუაცია გვაქვსო, უკრაინაშიცო.. და მოკლედ მაგარი გაგიმართლა აქ რომ მოხვდი, წინსვლის შანსებსაც მოგცემთ, ხელფასსაც მოგიმატებთ და მოკლედ აწი რაღა გიჭირსო...
რეალურად (არანორმირებულ სამუშაო გრაფიკთან, უფროსის უზრდელობა-უვიცობასთან, დამატებით დატვირთვასთან ერთად) აღმოჩნდა, რომ ზემოთ ხსენებული ქარხნის დასამთავრებლად ზუსტად ჩემი ხელფასის 100$ აკლდებოდათ ყოველ თვე ... და მესამე თვის ბოლოს, როცა სხვა სამსახური ვნახე და ვუთხარი რომ წასვლას ვაპირებ, შეფმა ძალიან განაწყენებულმა და შეურაწმყოფილმა მკითხა ეგ როგორ? რატომ მიდიხარო? - ვეუბნები 3 თვეა ხელფასი არ მოგიცია, ბუნებრივია ამ გარემოებამ სხვა სამსახურის ძებნისკენ მიბიძგა...
- ფულში თუ იყო საქმე ვერ მითხარიო.... ?

no comment...