dolores1. კმაყოფილი ხართ, თუ არა თქვენი სამსახურით(არ ვგულისხმობ ხელფასს)კი, ზოგადად კმაყოფილი ვარ
2. რა არის ის, რაც სამსახურში გაკავებთ (გარდა ხელფასისა).ჩემთვის საინტერესო საქმეს ვაკეთებ, სიამოვნებას მანიჭებს ჩემი გაკეთებული საქმე, ვეცნობი სხვა სფეროებს რომელიც ასევე მაინტერესებს, ვიღებ გამოცდილებას - როგორც პროფესიულ ასევე ადამიანურს, ვვითარდები
3. რა სახის მოტივაციური სისტემებია იმ ორგანიზაციაში, სადაც მუშაობთ.მე მგონი არანაირი, თუ არ ჩავთვლით ხელფასის წლიურ მატებას და დაზღვევას, ყოველ შემთხვევაში მე სხვა კონკრეტული რამ არ შემხებია ან არ მახსენდება.
ამოტივაციის ერთი მაგალითი მახსენდება - ორჯერ შეპირებული საახალწლო ბონუსები, რომლებიც არცერთხელ არ გაცემულა
თუმცა გაკეთებული საქმის მოწონება, შექება ჩემთვის ყოველთვის კარგი მოტივაციაა რომ მეორე საქმეც კარგად გავაკეთო
4. მიგაჩნიათ თუ არა საჭიროდ ორგანიზაციაში მოტივაციური სისტემების არსებობა და ამაში ფული დახარჯვა საჭიროდ.რა თქმა უნდა, ნებისმიერი თანამშრომლის მოტივაცია აუცილებელია, ჩემი აზრით ეს დიდ როლს თამაშობს და კომპანიის განვითარების, გაუმჯობესების, დახვეწის ერთ-ერთი პირობაა, რადგან მოტივირებული თანამშრომელი უკეთესად მუშაობს - უკეთესად მომუშავე თანამშრომელი კი უკეთესად მომუშავე კომპანიია

IMHO
This post has been edited by georgy on 15 Apr 2007, 19:19