მე ვარ მანდ ნამყოფი ტესტირებაზე..
ე.ი პირველი იყო ლოგიკური ტესტი რავენის, არ ვიცი თუ გაგიგია, რვა ფიგურაა დახატული და მეცხრე შენ ლოგიკურად უნდა აარჩიო... (უკეთესად როგორ ავხსნა არ ვიცი), ამჟამად მაგ ტესტს თითქმის ყველა ორგანიზაციაში იყენებენ... დაახლოებით 40 სუბტესტი შედის, თავიდან მარტივებია, მერე თანდათან რთულდება, მაგის გაკეთებაზე 40 წუთი მოგვცეს.
შემდეგ მოდის მეორე ტესტი, კეტელის პიროვნების საკვლევი ტესტი, რომელშიც შედის 512 შეკითხვა და შენს პიროვნულ თავისებურებებს იკვლევს, ანუ როგორი ტიპი ხარ, შეძლებ თუ არა ვინმეს დაქვემდებარებაში მუშაობას, სულით ლიდერი ხარ თუ არა და ა.შ

:D ხო, ამ ტესტში მთავარი ისაა, რომ არის რამდენიმე კითხვა, რომელსაც ტყუილის დამდგენის ფუნქცია აქვს, ანუ ტესტის დამუშავებისას ე.წ სიცრუის შკალაც არსებობს, თუ აქ მაღალი ქულა აიღე, ე.ი იტყუები და , შესაბამისად , შენი შედეგი ბათილად ჩაითვლება

ამიტომ ამ ტესტში უნდა ეცადო, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო პასუხები არ გასცე, რაღაც შუალედური პოზიცია უნდა დაიკავო, თუმცა ეს იმის მიხედვით უნდა გააკეთო, თუ რა თანამდებობაზე გადიხარ კონკურსს. მაგალითად, თუ ხელმძღვანელის თანამდებობაზე გადიხარ, შენს პასუხებში ლიდერის თვისებები უნდა დაინახონ და ა. შ
მესამე იყო თარგმანი, ჯერ ქართულიდან რუსულად და მერე ქართულიდან ინგლისურად, თუ ცოტა აზრზე ხარ ამ ენებში, წესით არ უნდა გაგიჭირდეს

პ.ს მე ტესტირება წარმატებით და მაღალი ქულებით გავიარე, მაგრამ გასაუბრებაზე მითXრეს, ძალიან ლიდერი ტიპი ხარო და გენ. დირექტორის თანაშემწედ სამუშაოდ ცოდო ხარო

და მერე აღარ დამირეკეს, მეგონა რამე მაღალ თანამდებობას შემომთავაზებდნენ