კარგი მოდი მაშინ ასე ვისაუბროთ: ამ ეტაპზე დამკვეთის ვინაობაზე ლაპარაკი ცოტა ზედმეტია იმიტომ, რომ ფირმა ახლა ყალიბდება და შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს. ეს არის უცხოური დეველოპმენტ კომპანია, რომელიც თავის წარმომადგენლობას გახსნის თბილისში ძალიან მალე. მაგრამ სანამ გახსნის უნდა დარწმუნდეს, რომ აქაურები რამის გამკეთებლები არიან. ამიტომაც ვაგროვებ პროგრამისტებს. ამაზე მეტ ინფორმაციას ამ ეტაპზე აქ ვერ დავდებ. ის უცხოური კომპანია, რომელიც დავალებებს გამოგვიგზავნის საკმაოდ ძლიერი კომპანიაა და საქმეც უკვე უამრავი აქვს ჩვენთვის.
გარდა მაგისა:
1) არ მესმის რა შუაშია დრო და შენი პირადი მონაცემების გაგზავნა: მეილის გაგზავნას შენი CV-თი უნდა 5 წუთი. ხომ მასეა.
2) რომ იძახი უნდა ვიცოდე რაზე მივდივარო: ჯერ შემხვდი? დამელაპარაკე და არ გითხარი?

როცა შევხვდებით გაიგებ რა გექნება გასაკეთებელი და ა.შ. შეხვედრა აუცილებელია. ასე ვერ დავწერ 1 კილომეტრიან წერილებს ყველანაირი ადამიანებისთვის(ისედაც გრძელი განცხადება დავწერე). მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანს შევხვდე უნდა ვიცოდე ვის ვხვდები ხომ ასეა?! ყველა ბიჭუკელას თუ შევხვდი მთელი ცხოვრება შეხვედრებში უნდა გავატარო მაშინ.

3) შენი ტექნოლოგიები კარგად გამოიყურება და დაგიკავშირდები მერე ალბათ.

ჯერჯერობით .NET პროგრამისტები გვჭირდება ძალიან.
This post has been edited by web_developer on 12 Oct 2007, 01:59
ვეძებ პროგრამისტებს და დიზაინერებს სათანამშრომლოდ. შემომეხმიანეთ PM-ში ან მეილზე georgian.developers@gmail.com
-------------------------