აი ზუსტად მანდ ნორმალურად დარეგისტრირებაში იღებენ ზოგი ფირმები ფულს რადგან არასწორი ინფორმაციით ან არასწორად(არასათანადოდ) შევსებული ფორმა ეგრევე იბრაკება. ძალიან ბევრ ნიუანსს უნდა მიექცეს ყურადღება დაჟე ფოტოსურათში ცღიმი თუ არა და უკან რა ფონია იმას აქვს მნიშვნელობა

აქ ფორუმზე მემგონი გენერალში იყო დაწვრილებითი თემა რა და როგორ.
არიან პატიოსანი ფირმები რომლებიც ანაზღაურების საფასურად ეხმარებიან მაგ საიტზე შესავსები უფასო ფორმის სწორედ და ყველა წესით შესავსებად (ანუ არასწორად, შეცდომით სევსებისთვის არ დაიბრაკება ფორმა თუ შენვე არ მიაწვდი არასწორ ინფორმაციას მაგალითად გია გქვია ოფიციალურად და გიორგის თუ არ ცაწერ და ბევრი სხვა ნიუანსი) ხოდა ასეთი პატიოსანი ფირმები არეგისტრირებენ მცირედი(ან არამცირედი) საფასურის სანაცვლოდ იმ ხალხს ვისაც თავისით ამის გაკეთება არ უნდა ან არ შეულძლია. და მერე უკვე ბედის ამბავია რომ გაგიმარტლებს, ყველა ქვეყანას თავის კვოტა აქვს იმ ქვეყნიდან რამდენმა უნდა გაიმარჯოს.
ასევე არიან არაპატიოსანი ფირმები რომლებიც ვითომ ეხმარებიან კლიენტს შევსებაში და სულ კიდიათ კლიენტი თავისდაუნებურად სრულყოფილ ინფოს მიაწვდის თუ არა ანუ იგივე თუ გია გქვია და გიორგი ჩაწერე და გაიმარჯვო ვიზა გიორგიზე მოვიდა რამდენიც არ უნდა ამტკიცო ნათლობით გიორგი ვაარო ან რამე მაგდაგვარი არ გაგიშვებენ, ან რომ დაწერო დაქორწინებული ვარო და ხელი არ გქონდეთ მოწერილი და უბრალოდ ჯვარი დაწერილი ..... კაროჩე ბევრი ნიუანსებია რაც ნორმალურმა ფირმამ იცის და ფულს მაგაში იღებს რომ ეგ უნებლიე შეცდომები არ დაგაშვებინოს შევსებისას.... მაგრამ იმის გარდა რომ ეს ყველაფერი ზედმეტად საწვალებელია + ამ ყველაფრის დაზუსტება და შევსება საკმაო დროს მოითხოვს და არაპატიოსან ფირმას კი დროის დაკარგვა არ უნდა და ამიტო გავსებინებს როგორც მოხერხდება და ძირითად ვარიანტში ანკეტა გებლოკება რადგან მონაცემების შეყვანისას ზედმეტი გადამოწმება დაიკიდეს

და სულ კიდიათ მათ ეს ამბავი

თუ არ მოგივიდა მოწვევა რავქნა არ გაგიმართლაო

თან მოწვევა ერთი 7 თვის მერე მოდის ხოლმე და უკვე აღარც გახსოვს ხოლმე

დაჯე ყოფილა შემთხვევა ფირმების აფერისტობის მაღალი დონისა რომ პოტოშოგფით(თუ რარაც მსგავსი პროგით) ქონდათ მსგავსი ფორმა აწყობილი და ბევრი ხალხი რომ მიაწყდა ვითომ ავსებდნენ და არეგისტრირებდნენ

თქვენი ფორმა მიღებულიაო ადასტურებდა და თითო კლიენტს რამდენიმე წუთში ისტუმრებდნენ

ასევე ყოფილა შემთხვევა რომ როცა ანკეტების მიღების ვადა დამთავრებულა ფირმები იძახდენენ გაგზავნა მთელი წელი მოსულაო და კლიენტებს არეგისტრირებდნენ მაინც, "ასევე იქ რიგში ყვათ დაქირავებული ხალხი რომლის მეგობრებმაც ვითომ შარშან და შარშან წინ ამ ფირმის დარეგისტრირებული ანკეტებით მოიგეს"

და ასე მრვალი აფერისტობები.
თუმცაღა არსებობენ კეთილსინდისიერი ფირმებიც ალბათ
ასე რომ ყველაზე კარგი ვარიანტია მოიძიოთ ინფო სწორად შევსების წესზე მერე ნახოთ შევსების ინსტრუქციები, მოუყაროთ ყველა ინფორმაციას ერთად თავი და თქვენითვე დარეგისტრირდეთ
This post has been edited by OHO on 18 Oct 2007, 20:10
"ჯერ იყო "პრინუჟდენიე კ ვაინე", რათა მერე ყოფილიყო "პრინუჟდენიე კ მირუ". (c) crocodile
Птичка..... (c) http://www.youtube.com/watch?v=tP3ZaiZOjvs