გამარჯობა ,
იცი ეხლა რაღაცას მოგიყვები ჩემი 2 წლის წინანდელი პრაქტიკიდანდა დასკვნები თავად გააკეთე ოკ ?
სალომე ზურაბიშ ვილის მინისტრობის დროს საბუთები შევიტანე საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ძააააააააააალიან დიდი კონკურსი იყო.
"ატაშეს" თანამდებობაზე.
კონკურსი ჩატარდა რამდენიმე ეტაპად- ჩემ სიხარულს საზღვარი არ ქონდა რადგან ყველა ეტაპები წარმატებით
გავიარე და საქმე მივიდა იმ წერტილამდე რომ 100 თუ 150 კაცი ვინც ბოლოს დავრჩით უნდა მივსულიყავით პირად გასაუბრებაზე იმდროინდელ მინისტრთან და მის ამალასთან.
დარწმუნებული ვიყავი რომ გავედი- და რამხელა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება რომ "შEნი ძალებით" "დედიკოს მაიკოს და
ახლობლების" ხელის წაკვრისა და დახმარების გარეშე გახვედი არა?

)
აი ამ ეტაპამდე რომ მივედი მირეკავს ერთი შორეული ნათესავი-მაშინ მანდ მუშაობდა საგარეოში რაღაც რიგით ჩინოვნიკად და
მეუბნება "კაროჩე მაგარი დიდი ხათრი მაქვს შენი და ისიც მითხრა დედაშენმა რომ აქ მუშაობის სურვილი გაქვს , მაგრამ
თუ მინისტრიის ან მინისტრის მოადგილის დონეზე არ ჩააწყვე შანსია აქ მოხვდეო..და ბოდიში მომიხადა რომ თვითონაც ვერ დამეხმარებოდა".... მერე მითხრეს მანდ წინასწარ ცოდნიათ ვინ უნდა აეყვანათ და ვინ -არა..
მოკლედ ვერ მოვხვდი მანდ... მაგრად მეწყინა რა ბავშვებო...განვიცადე მართლა სერიოზულად მაშინ.
ვფიქრობ რომ ვინმეს რეკომენდაცია რომ გაეწია ალბათ დავიწყებდი მანდ მუშაობას..
მჯერა რომ შეიძლება "ძალიან ძალიან რომ გამმართლებოდა" გავიდოდი მანდ,
ანუ შანსი გაქვს რომ მოხვდე.. მე მაშინ არ გამიმართლა-ამდენი ეტაპები გავარღვიე ,ვეწვალე და ბოლოს უარი..
მაგრამ შენ იქნებ გაგიმართლოს რა იცი?

)
უბრალოდ ნერვები მოიყვანე წესრიგში,დუხზე მოდი და რა იცი რა ხდება

)
წარმატებები და გაგვიზიარე რას იზამ..