ეხლა ვკითხულობ ამ თემას და გული დამწყდა ამდენი ხანი არ შემოვსულვარ. ეხლა უკვე გვიანია წასვლა უკვე თვენახევარში მთავრდება სეზონი...
მე ვიყავი 5თვე,ეხლა ჩამოვედი 1 კვირის წინ

ძალიან მაგარი დრო ვატარე მარლაა
რამოდენიმე წლის წინ მინდოდა წასვლა და ვერ მოვაბი თავი.წელს თებერვალში ავტყდი, დავტოვე ჩემი ვითომდა პერსპექტიული, პრესტიჟული სამსახური ერთ-ერთ ცნობილ ბანკში და გავემგზავრეთ მე და ჩემი და ანტალიაში

სამსახური ვნახე ინტერნეტით. გუგლით ვეძებდი და რაღაც საიტებს მივაგენი.რუსულ ფორუმებზე ვწერდი რომ ვაპირებდი ანიმატორად წასვლას,იმავე ფორუმებზე რეკლამები იყო რომ ესაჭიროებათ ანიმატორები. ჩვენ და 2 ბიჭი კიდე ერთერთი ამ თემის ავტორი ერთად ვეძებდით სამსახურს.მე თუ რამე ახალს ვნახავდი იმათ ვეუბნებოდი ისინიც ასე. მოკლედ საბოლოოდ ძალიან ბევრი შემოთავაზება გვქონდა და ამოვარჩიეთ ჩვენთვის უფრო შესაფერისი. Club Phaselis სასტუმრო ქემერში(გოინუქში). ვიცოდით რუსული, ინგლისური და მე ვიცოდი თურქული ცოტა ოღონდ.
ტრეფიკინგს რაც შეეხება ძალიან ვნერვიულობდი არა იმ გაგებით როგორც თქვენ ფიქრობთ ტრეფიკინგზე რომ იქ ვინმეს გაყიდიან და ასე შემდეგ, რომ უბრალოდ გვამუშავებდნენ,გვაპახავებდნენ და ფულს არ გადაგვიხდიდნენ.მაგრამ ვიცოდი რომ არ უნდა წავსულიყავი ისეთ სასტუმროში სადაც ანიმაცია მუშაობს კომპანიაზე და არა სასტუმროზე პირდაპირ. ანუ ეს რას ნიშნავს: არსებობს კომპანიები რომლებიც ამუშავებს ანიმატორებს სხვადასხვა სასტუმროებში და ძირითადად არ უხდიან ფულს! ჩვენ ვმუშაობდით სასტუმროზე პირდაპირ.
დღის განრიგი გვქონდა ესეთი:
10:00-12:30 ვმუშაობთ
12:30-14:30 შესვენება
14:30-17:00ვმუშაობთ
17:00-20:30 შესვენება
20:30-23:30 ვმუშაობთ
მორიგეობით 19:00-19:30 ვიდექით ენტრანსზე რესტორანის შესასვლელთან და ვაცნობდით ტურისტებს საღამოს პროგრამას.
სამუშაო პერიოდში რაც აქტივიტი გაქვს აკეთებ და თავისუფალ დროს ტურისტებთან ჭორაობ

საღამოს შოუ

23:30ზე მივდიოდით კლუბში. ესეც მორიგეობით.კვირაში 2ჯერ უეჭველი უნდა წავსულიყავით მაგრამ ჩვენთვითონ თუ გვინდოდა სხვა დღეებშიც.
2თვის მერე გამოვიცვალეთ სასტუმრო, გადავედით Asdem Beachში. დიდი სისულელე ვქენით ისე, სხვას ავყევით.ძაან არ მინდოდა ჩამოსვლა მაგრამ ბოლოს შეფ ანიმატორთან უსიამოვნება მოგვივიდა და წამოვედით ჩვენი სურვილით. ფულის მოცემა გულით არ უნდოდა, მაგრამ ქართველებთან ეგრე არაა

ეგრევე სასტუმროს მეპატრონეს დავურეკე და მენეჯერებს შევხვდით,მოკლედ სასტუმროზე რომ მუშაობ ვერავინ ვერ მოგიტეხავს ფულს შენ თუ არ მიეცი მაგის საშუალება. ფულიც მოგვცეს და ბოდიშებიც გვიხადეს

მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ, მართალია ძაან ვიღლებოდი მაგრამ ძააააააააააააააააააან ვერთობოდი და მაგადი იყო რა

ბევრი ვიცი ვინც უკმაყოფილოა.გამართლებაზეცაა, და დიდი მნიშვნელობა აქვს შეფ ანიმატორი როგორი გყავს.
თუ ვინმეს დაწვრილებით დაგაინტერესებთ Pmში მომწერეთ და ყველაფერს უფრო დაწვრილებით აგიხსნით