ვაიმეეე, ამაზე გამახსენდა, ცოცხალი ანეგდოტის მომსწრე ვარ,
სასომხეთში ვიყავი და ჩვეულებრივი, ნალექიანი, თურქული ყავა მენიუში წერია როგორც სომხური ყავა.
კაფეში თან გვახლდა თურქი, რომელიც სულაც არ იყო შარზე და იუმორშიც უჭირდა, ამიტომ ძალიან სერიოზულად დაფიქრდა და მენიუდან სომხური ყავა ამოარჩია რადგან სასომხეთში ვარ ადგილობრივს გავსინჯავო,
მოუტანეს ნალექიანი ყავა, ეს თურქი ოფიციანტს ძალიან სერიოზული სახით ეუბნება -არა მე თურქული ყავა არ შემიკვეთავს სომხური შევუკვეთეო, ოფიციანტმა უთხრა მერე მეც სომხური მოგიტანეთო,
ეს თურქი გაბრაზდა ეს რა მომსახურებააო და კაფეს უფროსსთან შევარდა, ოფიციანტი გყავთ გამოსაცვლელიო და მოკლედ იქ ამბავი აიწია მხოლოდ ქართველები ვხალისობდით, (თუმცა რა იყო იქ სასაცილო, ჩვენი საერთო ტკივილები არიან ეგენი) ეს თურქი კი არ ვიცი ასეთი მიამიტი იყო, ბოლომდე სჯეროდა რომ სასომხეთში ცუდი მომსახურებაა და რასაც უკვეთავ კაფეში ის არ მოაქვთ,
ძლივს მეღირსა სიგნატურა......................................................