მოვალეობები:
** ბანკში ჩარიცხვების სოფტში ყოველდღიური იმპორტი;
** გაცემული საკომისიო თანხების დარიცხვა ბუღალტერიიდან სოფტში;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი; პრობლემური ვალების გამოვლენა;
** გაუქმებული პოლისების სისწორის შემოწმება;
** სხვა დამატებით, ყოველდღიურ პროექტებთან მუშაობა;
** პირველადი ფინანსური მონაცემების გადამოწმება.
სქესი: მდედრობითი.
ასაკი: 25-30 წ.
წყარო
http://www.jobs.ge/geo/26456/ეს არის ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევა სქესისა და ასაკის გათვალისწინებით. თითქოს არაფერი განსაკუთრებული მაგრამ ბოლო წინადადებას დააკვირდით

. რატო ვერ გააკეთებს ამას კაცი ან თუნდაც 24 და 32 წლის ქალი ძალიან მაინტერესებს. პერკე, პერკეეეეე. თუ ლამაზი კანჭების საყურებლად გინდა ვინმეს მიღება ესე საჯაროდ მაინც ნუ ამბობ ამას. ამ ქვეყანაში შრომის ბაზარს პატრონი არ ყავს.
საერთოდ ყავს ამ ქვეყანას პატრონი ძალიან მაინტერესებს. თუ სახელმწიფოს მართვა მარტო გადასახადების ამოღება და სხვის მიერ აშენებული სასტუმროების გახსნაა ?