#21639642 · 17 Sep 2010, 20:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
როცა ვირჩევდი პროფესიას, თბილისი იყო ნანგრევებში, ვინ სწავლობდა საერთOდ წესიერად. უცხოეთIს შესახებ არაფერი ვიცოდით. პროფესიების შესახებაც ნაკლები წარმოდგენა მქონდა. ჰოდა, ჩემი საყვარელი საქმე იყო ინგლისური და რუსული ენა. ბევრი ენა. ამიტომ გადავწყვიტე, ჩამებარებინა ჭავჭავაძეშI, სადაც ჩავაბარე კიდევაც და დავამთავრე კიდევაც. მაგრამ რა პროფესია მივიღე???? ინგლისური და გერმანული ენების სპეციალისტი, ინგლისური და გერმანული ენების მასწავლებელი. მერე რააააა რო? არც არაფერი! ყველა, უკაცრავად და, ძაღლმა და ღორმა იცის ეს თქვენი ინგლისური და გერმანული. თუმცა ორივე რო იცოდეს, ალბათ ეგეთები ცოტანი არიან. მაგრამ მაინც. რაში უნდა გამოვიყენო ჩემი პროფესია? მასწავლებელი ვიყო? არ მინდა!!!! თარჯიმნად მე არ მიღებენ, sales agent-ად მე არ მიღებენ, მენეჯერად მე არ მიღებენ. ოპერატორად მე არ მIღებენ. რა აზრი ქონდა ჩემი პროფესიის არჩEვას? კი, რაღაცაში ვიყენებ, ვთარგმნი ხანდახან რაღაც საბუთებს, მაგრამ ეს კი არ ყოფილა ჩემი სურვილი, როცა პროფესიას ვირჩევდი. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ვერ ვმუშაობ ხალხთან. ძირითAდად ის არ მოსწონთ ხოლმე, როცა ვიტყვი, 4 წლის ქალიშვილი მყავს-მეთქი. მომვლელი არ მყავს, რადგანაც ხელფასი 500 ლარია საშუალოდ და 350 ძიძას რო მივცე, მე რაღა დამრჩება?? ამიტომ housewives of the whole world UNITE!
--------------------
What we do in life echoes in eternity.
|