არც კი, არც არა. აბსოლუტურად არანაერ ემოციას არ იწვევს სამსახურში წასვლა/არწასვლა.
10:00-დან 18:00-მდე ვმუშაობთ, მაგრამ მე 12-ზე მივდივარ და 17-ზე გამოვდივარ ხოლმე.ამ ბოლო დროს ფაქტობრივად საქმე არ მაქვს, მთელი დღე უსაქმურად ვზივარ და მახათით ვერთობი. თუ რამე გამოჩნდება, მაქს 1 სთ-ში ვაკეთებ და მერე ისევ მახათს ვუბრუნდები. ბევრს არ ვმუშაობ, დამატებით არაფერს ვაკეთებ, იმიტომ რომ, როცა 3 კაცის საქმეს ვაკეთებდი, არ დამიფასეს და მეც დავიკიდე.
პრინციპში, უფრო არ მიხარია. იმიტომ რომ ყოველ დილით თანამშრომელს უნდა გავუარო, სამსახურში წავიყვანო და მერე ისევ უკან წამოვიყვანო (არადა გზიდან გადახვევა და ყოველდღე ზედმეტი 10კმ-ს გავლა მიწევს + მანქანამაც წვას მოუმატა). თან მთელი გზა ტვინი უნდა ხნას, ჩემი სიგარეტი წიოს და იწუწუნოს, რომ მაგრად უჭირს (არადა ჩემზე დიდი ხელფასი აქვს), რაც საშინლად მაღიზიანებს და მაცოფებს
ხო, საჭმელ-სასმელი უფასოა, რამდენიც გაგეხარდება ჭამე და სვი. ჰოდა მეც საშინლად გავსუქდი, 100 კგ-ს მივუკაკუნე
ძირითადად ფბ-ზე ფიფა სუპერსტარს ვთამაშობ, ხანაც მძინავს, თვალგახელილს. უფრო ფიფას ვთამაშობ. თუ ვინმე თამაშობთ, დამიფრენდეთ და დაილყ გიფტები და მატცჰ ცრედიტები გამომიგზავნეთ