#30973416 · 2 May 2012, 13:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (miledi konstancia @ 30 Apr 2012, 22:54 ) | nutsiko
QUOTE | სამუშაო დღის ბოლოს ავალებენ თანამშრომელს უმალ რაღაცის მომზადებას |
ესეთი ფაქტები ხშირი იყო.
|
მე მყავდა მასეთი. 6-ზე ვამთავრებდით. ზოგჯერ ისე იყო რომ იმ დღის საქმეს (რასაც დილით მომცემდა) 3-4-ზე ვამთავრებდი და მერე 6-მდე უბრალოდ დროის გასაყვანად რაღაც უაზრობებს ვაკეთებდი, ათასჯერ გადამოწმებულ ტექსტებს ათასმეერთედ ვამოწმებდი და ა.შ. და 6-მდე 15 წუთით ადრე დამავალებდა ისეთ რამეს, რის გაკეთებასაც 2 საათი ჭირდებოდა და მიწევდა 8-მდე დარჩენა. თან ვიცოდი რომ შეეძლო ის საქმე 3 საათზეც მოეცა, ან თუნდაც დილით, მაგრამ შეგნებულად აკეთებდა ასე. ალბათ მიაჩნდა, ასე უფრო იოლად გაქცევდა თავისი გავლენის ქვეშ. ერთი თვისება ქონდა კიდევ, ვინმე თუ უნდა შეეყვანა თავისთან საქმეზე, გინდაც არაფრით ყოფილიყო დაკავებული, მინიმუმ 15 წუთს მაინც ალოდინებდა მოსაცდელში.
|