გამარჯობათ, რამდენიმე კითხვა მაქვსსავით..
ეხლა შევავსე აპლიკაცია და მივუთითე დეტექტივ-გამომძიებლის კურსები (ამ ბოლო დროს ძალიან ავიკვიატე და მეთქი რატომაც არა)
ხოდა.. როგორ ხდება სიების დადება?.. ანუ მე რომ ეხლა შევავსე, როდის იქნება სიები?.. დეტექტივ გამომძიებელმაც უნდა ჩააბაროს ნორმატივები? (ეს ყველაზე ადვილი იქნება ჩემთვის ალბათ, მაგრამ მაინც)
ანუ მე თუ ეხლა შევავსე.. როდის იქნება სავარაუდოდ მიღება?.. როცა შეივსება აპლიკაციები?.. ან როგორ გავიგო ეგ?..
და საპატრულოში უფრო ადვილია მიღება თუ დეტექტივ-გამომძიებელზე?..
თან მგონი კარგი კანდიდატი ვარ და ძალიან დავინტერესდი მგონი
იურიდიული განათლება მაქვს, ნორმატივები არაა პრობლემა და ფსიქოლოგებთანაც არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაშიც კარგად ვერკვევი და გასაუბრებები ჩემთვის არასდროს არის პრობლემა
ხოდა უბრალოდ ამ მიღება-სიაების დადებაში თუ გამარკვევთ ვინმე მადლობელი ვიქნები
"თავიდან მეგონა რომ სახლი უბრალოდ ქანაობდა თავისთვის" (c) Feel_For_You (კომენტარი მიწისძვრაზე)