მე ვიღებდი ერთი პერიოდი სივებს, საკმაო რაოდენობით და მინდა გითხრათ რომ ბევრ სივს გახსნისთანავე ვთიშავდი, რადგან CV არის იმ მომენტში თქვენი პიროვნების მთავარი გამომხატველი.
პირველ რიგში CV უნდა იყოს მარტივი, კოხტა, არა გადატვირთული ზედმეტი გაფორმებებით და გრაფებით.
მეორე რიგში ფოტოსურათი - აქ ორი უკიდურესობაა ხან ძალიან ძალიან დამუშავებულ ფოტოს აგზავნიან ან ძალიან უბრალოს და არა საქმიანს. (ფოტოში უმჯობესია ოდნავ მომღიმარი სახე გქონდეთ)
თუ ეს ორი ფაქტორი უგულვებელყოფილია დაბლა გინდა ჰარვარდის კურსდამთავრებული გეწეროს გინდა გეპეის.(მცირე გამონაკლისის გარდა სადაც ფოტო და გარეგნობა უმნიშვნელოა.)
ზოგი მოთხრობას აგზავნიდა, ზოგი იმასაც კი აყოლებდა CV -ის როგორ ცხოვრობს და ოჯახში ვინ ყავს სარჩენი.
ბევრი იტყება უცხოენების დროს, წერენ კარგს ამდროს ძალიან ცუდად იციან.
კარგია სამოტივაციო წერილის მიყოლებაც, მაგრამ არ უნდა იყოს ეს ყალბი, სიყალბე ადვილი დასანახია სამუშაოს მაძიებელ ადამიანში თუ კარგი მსახიობი არ არის და კაი სცენარისტი არ ეხმარება