nutsikoროცა ვაკანსიაში არსებულ მოთხოვნებს ყურადღებას არ აქცევენ წლოვანებას , გამოცდილებას და მაინც აგზავნიან, სინამდვილეში ტყუილად აგზავნიან.
ნ რაოდენობით ასეთი სივი იგზავნება და იქვე იშლება.
ჯობია რაც მართლა იცი ისეთი ვაკანსის გამოჩენას დაელოდო ვიდრე ყველგან აგზავნო.
რაც შეეხება მეილებს, ამასაც კი ყურადღება ექცევა, ზოგი საერთოდ სხვისი მეილით აგზავნის, ამდროს კომპიუტერთან მუშაობაზე "კი" უწერია, სახელი და გავრი სხვა უწერია, მეილში კი სხვა სახელი და გვარი წერია

და თავად მეილი ჯობია იყოს კლასიკურად. მაგ: სახელი.გვარი@რაღაცა.კომ
კიდე არის ასეთი სასაცილო მომენტები, მონაცემებში ვორდ-ექსელის კარგი ცოდნა უწერიათ, ამდროს სივი საშინლადაა გაკეთებული...
ბევრი ასეთი წვრილმანები ეპარებათ რასაც ყურადღებას არ აქცევენ, სინამდვილეში კი მსგავსი წვრილმანები განაპირობებენ იმას რომ მერე არავინ ურეკავს.
გასაუბრებაზეც გეტყვი ერთ-ორ სიტყვას მაშინ.
როცა რამეს გკითხავენ და არ იცი, ჯობია მაშინვე უთხრა არ ვიცი, არც იმის ახსნა არ დაიწყო რატომ არ იცი, თუ საჭირო იქნება აქეთ შეგეკიტხებიან.
ასევე არ ინერვიულო, ეს მხოლოდ საუბარია სადაც შენს შესახებ უყვები, ნერვიულობამ კი შეიძლება უფრო მეტი სისულელე გათმევინოს.
გასუბრებისას ხოლმე საქმესთან დაკავშირებით ზოგად კითხვებს იქითაც თუ დაუსვამთ კარგია.(გადამეტებულად არა ოღონდ

))
iazva