ჰაჰაჰა....
გაცინებთ ახლა, სამსახურის მაძიებელნო და "ბედნიერებო" რომლებიც იყავით ასეთ დამაიდებელ "ტურებზე" და ტესტებზე)
თუ სასაცილოა რა ვიცი) გამიხარდა ეს ტოპიკი რომ ვნახე)
ტაკ-ს:
ქართული-რუსული-მშობლიური მაქვს; ინგლისური -პერფექტ, ფრანგული- გუდ) სომხური- ბებიასგან ვიცი;
დიპლომი: ბიზნეს ადმინისტრირება (საგარე ეკონ. ურთ-თა მენეჯერი), იურიდიული (მეორად), დაუმთავრებელი ილია ჭავჭავაძე (იგლისური ენა და ლიტ-რა- 1993 წ იყო, დაუმთავრებელი მაქვს).
სამუშა0 გამოცდილება- 19 წლიდან ვმუშაობ- სტუდენტობის დროიდან; ფიქსირებული ხელფასიანი რეალური სტაჟი- 15 წელი -საოფისე საქმიანობა ძირითადად და წამრმომადგენლობითი პოზიციები- და არ გეგონით რომ ქაღალდებს დავარბენინებდი- ნებისმიეირ დონის მოლაპარაკების წაყავნაც ჩატარებაც შემიძლია - ჩამიტარებია და არც ერთი არ ჩამიგდია და ყველას ჰქონდა დადებითი შედეგი შემდგომი პოზიტიური თანამშრომლობის გაგრძელებით და შესაბამისი საბუთის შედგენაც, არც ადამიანებთან კომუკაცია მიჭირს და არც არსებული კონტაქტების მიყოლა.
2 წელია, პოლიტ.პერიპეტიების გამო 7-ჯერ დავკარგე სამსახური (!) - მიკვირს კიდევ კარგ ხასიათს როგორ ვინარჩუნებ

))) ხარაკტერ ტაკოი )
პლუს, ვასწრებ ამ სატელევიზიო დისკუსიებში მონაწილეობას, გადაღებებს, თარგმანებს ვაკეთებ მუდმივად ნებისმიერი სირთულის (ქარ-რუს-ინგლ), ვიბრძვი სპორტ.სტრუქტურასთან- ჩემი უმცროსი და სოფიკო ეროვნული ნაკრების პირველი ნომერია და დაფინანსება ნულია (ჩოგბურთი) და თან ვასწრებ ლანძღვაზე პასუხის გაცემას და იმ გიჟების მოგერიებას 24/7 რეჟიმში რომლებსაც ჰგონიათ რომ ჩემი ცხოვრება ია-ვარდითაა მოფენილი-და, მაინც, იმედს არ ვკარგავ, რომ დასაქმების გარყვნილი, დაშლილი და აბსოლუტურად მიკერძოებული სისტემა "მიმიღებს" ვირის სამსახურში მინიმალურ ხელფასზე მაინც (თუმცა დაიმახსოვრეთ- აუცილებელია იცოდეთ თქვენი თავის ფასი ა გჯეროდეთ საკუთარი შესაძლებლობების!)
ერთადერთხელ დამიძახეს 2 კვირის წინ ერთ-ერთ დაპარტახებულ კომპანიაში 600 ლარზე (!) და თან თავხედურად გამომიცხადეს- "დიდად აღფრთოვანებული არ ვართ თქვენი კანდიდატურით მაგრამ"...მე ვუპაუხე- დიდი ფუფუნებაა ჩემთვის 600 ლარიანი სამსახური მეთქი, უკაცრავად....

ჰრ.გოვ.გე- ზე უკვე მილიონი სივი გავუშვი მაგრამ კარგად მეყოლე)))
თან მესმის, რომ ადამიანები ირგვლის მინუს უსასრულობის მქონე ბაგაჟით მშვენიერი ადგილებზე "გაეძრნენ"....და თან ყველა მირჩევს- იქნებ, შეიცვალო შენ აზრი ამ ცხოვრებაზე და "სკრომნი" გახდე? სად შოუ და სად ოფისი- რა ვიწროდ აზროვნებს ბევრი..............
მოკლედ, ჩემი აზრი: ბლატი მართავს საქართველოს მაგრამ - ვიღაცა ხომ უნდა დასაქამდეს ნორმალურ სამსახურში "ბლატის" გარეშეც- გამონაკლისების სახით მაინც? და კიდევ- იშვიათად, ძალიან, თუ ვინმე დასაქმდა და თავმოწონებით ამბობს- აი, მე დავსაქმდი! ჰკითხეთ, ხელფასი რამდნეი აქვს და მოვალეობების ჩამონათვალით დაინტერესდით....ჩემს "კოლეგებს" შოუ ბიზნესიდან დიდი გონორი აქვთ და გიჟ თანხებს მისახელებენ რომ "უხდიან" სხვადასხვა ადგილას...მერე იმ ადგილების ხელმძღვანელებისაგნა მესმის რომ "ვარსკვლავის" მიერ დასახელებული თანხის მეათედს უხდიან რეალობაში..
ოფისებში კი ხელფასებზე ინფორმაცია "კონფიდენციალურია", რაც იმას გულისხმობს რომ არავისნ გაიგოს რა მიზერზე "აპახავებენ" უნამუსო ბოსსები თავის დაქვემდებარებულებს...
აი ასე, მეგობრებო )
მაგრამ გავაგრძელოთ ძებნა

მე ის ვიცი, რომ ვიღაც იდიოტების შედგენილი უნარების დაწერას არ ვაპირებ- 37 წლის ასაკში რამენაირად უნარების გარეშეც მიმიღია გადაწყვეტილებები. სატესტო პერიოდი და ბასტა!!!!
აუცილებელია რომ იცოდეთ: სამომხმარებლო კალათა საქართველოში "ურტყავს" 1000 ლარს ასე რომ დროა და ყველასთვის სავალდებულოა- ამოიღეთ ხმა ყველგან, რომ სასუალო ხელფასი 1000 ლარი იყოს და არტა 400-500!!!!!!! ვცეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს პატივი!!!!!!!!!!!!!!!
მე კი
გისურვებთ წარმატებებს თქვენც და საკუთარ თავსაც - თუმცა ისევ ჩემი პირველი ეროტიკულის გახსნისკენ ვიხრები...იქ დამსაქმებელიც შემოვა და დასასაქმებელიც.....ისევ საკუთარ ბიზნესს არაფერი სჯობს..........................................