მოკლედ მეგობარი მყავს უმუშევარი. (არა და ძალიან ჭირდება ეხლა მაგას სამსახური). ხოდა ამიტომ საღამოობით ვაკანსიებს გადავხედავ ხოლმე, იქნებ რაიმე საიმისოს წავაყდეთქო.
წეღანაც ამავე მიზეზით ვესტუმრე ჯობს საიტებს და ჩემი ყურადღება მიიქცია დაცვის ინსპექტორის ვაკანსიამ.
http://jobs.ge/53601/» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დასახელება: დაცვის ინსპექტორი
მომწოდებელი: SBA
გამოქვეყნდა: 25 იან / ბოლო ვადა: 10 თებ
საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA აცხადებს კონკურსს დაცვის ინსპექტორის ერთ ვაკანტურ თანამდებობებზე.
სამსახურის ფუნქციებია:
** შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების უსაფრთხოების პოლიტიკას და პროცედურებს, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა და პერსონალის უსაფრთხოებას და შენობაში პირთა დაშვების რეჟიმს;
** შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სახანძრო ევაკუაციის პროცედურებსა და ევაკუაციის გეგმას;
** შეიმუშავებს და დირექტორს ყოველი თვის დაწყებამდე ერთ კვირით ადრე დასამტკიცებლად წარუდგენს დაცვის მუშაკთა მორიგეობის გრაფიკს;
** უზრუნველყოფს შენობის ინტერიერისა და გარე პერიმეტრის ფიზიკურ დაცვას 24 საათის განმავლობაში;
** თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს პოლიციისა და სახანძრო სამსახურის საკონტაქტო ნომრებს და ევაკუაციის გეგმას;
** კვარტალში ერთხელ ატარებს ევაკუაციის იმიტაციას;
** სამუშაო დღის დასრულებისას ამოწმებს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გაყვანილობის გამართულობას და აღკვეთს მათ უყაირათო ხარჯვას;
** დღის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებს შენობის ინტერიერის შემოვლას და შემოწმებას;
** რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს დაწესებულების ადმინისტრაციას და შესაბამის სამსახურებს;
** ახორციელებს პირთა შენობაში დაშვების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში იყენებს საშვთა სისტემას;
** ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს შენობასა და მიმდებარე პერიმეტრზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დარღვევათა აღსაკვეთად;
** ხანძრის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში ხელმძღვანელობს შენობიდან პირთა ევაკუაციის პროცესს;
** შეიმუშავებს წინადადებებს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად და წარუდგენს დირექტორს;
** ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულების წესდებით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
** ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** მამაკაცი, ასაკი 45 წლამდე
** შინაგანად და გარეგნულად მოწესრიგებული
** სასურველია გავლილი ჰქონდეს სამსახური ძალოვან სისტემაში
** უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის (ინგლისური ენა) და კომპიუტერის ცოდნა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** პირადობის მოწმობის ასლი
** ორი ფოტოსურათი
** CV (ავტობიოგრაფია), არსებობის შემთხვევაში სამუშაო გამოცდილების ან ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია,
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შრომის ანაზღაურება: 300 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)
სამუშაო გრაფიკი - სამ დღეში ერთხელ.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2013 წლის 10 თებერვალი.
განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა ჩააბაროთ ადმინისტრაციას.
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22, პირველი სართული, ოთახი 102. ტელეფონი: 2 403440
მოთხოვნები აქვთ ისეთი სპეციალური ოპერაციების ძალებიდან გადმოსული ვინმე თუ დაუკმაყოფილებს ყველაფერს. მართლა პროფ დონეზე რასაც ქვია
** შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების უსაფრთხოების პოლიტიკას და პროცედურებს, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა და პერსონალის უსაფრთხოებას და შენობაში პირთა დაშვების რეჟიმს;
** შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სახანძრო ევაკუაციის პროცედურებსა და ევაკუაციის გეგმას;** კვარტალში ერთხელ ატარებს ევაკუაციის იმიტაციას;
** შეიმუშავებს წინადადებებს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად და წარუდგენს დირექტორს;მივყვები ნელნელა ქვევით განცხადებას და გულში ვფიქრობ ვისაც აიყვანენ ნორმ სამსახური ჩანს და გაუმართლებს მეთქი. და ბოლოს მივადექი :
შრომის ანაზღაურება: 300 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით)ერთი მაგ დირექტორმა შეიმუშავოს და წარმოადგინოს აბა 300 ლარი როგორ უნდა ეყოს თვიდან თვემდე ადამიანს? 
გული ჩამწყდა რასაც ქვია რა
ეს რას გვიშვრებიან
..................
ადამიანური რესურსების მართვა ვისაც ეხება მანდ რა პროფ კადრი ყავთ მისი სახით
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
** მამაკაცი, ასაკი 45 წლამდე
** შინაგანად და გარეგნულად მოწესრიგებული
**
სასურველია გავლილი ჰქონდეს სამსახური ძალოვან სისტემაში
**
უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის (ინგლისური ენა) და კომპიუტერის ცოდნა.
ინგლისური უპირატესობად ითვლება და ძალოვან სისტემაში გავლილი სამსახური უბრალოდ სასურველია თორემ აუცილებელი არა.
მოდერ თემა როგორ არ უნდა აპინო პროსტა რა :|................................
დალშე თქვენ დაამატეთ