ყველაზე მაგარი
საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA აცხადებს კონკურსს დაცვის ინსპექტორის თანამდებობების დასაკავებლად
სამსახურის ფუნქციებია:
შეიმუშავებს დაწესებულების უსაფრთხოების პოლიტიკას და პროცედურებს, რაც ითვალისწინებს სტუდენტთა და პერსონალის უსაფრთხოებას და შენობაში პირთა დაშვების რეჟიმს;
შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სახანძრო ევაკუაციის პროცედურებსა და ევაკუაციის გეგმას;
შეიმუშავებს და დირექტორს ყოველი თვის დაწყებამდე ერთ კვირით ადრე დასამტკიცებლად წარუდგენს დაცვის მუშაკთა მორიგეობის გრაფიკს;
უზრუნველყოფს შენობის ინტერიერისა და გარე პერიმეტრის ფიზიკურ დაცვას 24 საათის განმავლობაში;
თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს პოლიციისა და სახანძრო სამსახურის საკონტაქტო ნომრებს და ევაკუაციის გეგმას;
ახორციელებს დაწესებულებაში არსებული ცეცხლმაქრი საშუალებების ვადიანობის კონტროლს;
არანაკლებ წელიწადში ორჯერ ატარებს ევაკუაციის იმიტაციას;
სამუშაო დღის დასრულებისას ამოწმებს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გაყვანილობის გამართულობას და აღკვეთს მათ უყაირათო ხარჯვას;
დღის განმავლობაში სისტემატურად ახორციელებს შენობის ინტერიერის შემოვლას და შემოწმებას;
რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს დაწესებულების ადმინისტრაციას და შესაბამის სამსახურებს;
ახორციელებს პირთა შენობაში დაშვების კონტროლს, საჭიროების შემთხვევაში იყენებს საშვთა სისტემას;
ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს შენობასა და მიმდებარე პერიმეტრზე საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დარღვევათა აღსაკვეთად;
ახორციელებს დაწესებულებაში არსებული ცეცხლმაქრი საშუალებების ვადიანობის კონტროლს;
ხანძრის ან სხვა დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში ხელმძღვანელობს შენობიდან პირთა ევაკუაციის პროცესს;
უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის აკადემიის ფარგლებში არსებული სერვისების ხელმისაწვდომობას;
შეიმუშავებს წინადადებებს დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად და წარუდგენს დირექტორს;
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, დაწესებულების წესდებით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში, ყოველ მესამე დღეს.
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ: მამაკაცი, ასაკი 45 წლამდე, შინაგანად და გარეგნულად მოწესრიგებული, სასურველია გავლილი ჰქონდეს სამსახური ძალოვან სისტემაში, უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის და კომპიუტერის ცოდნა.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი, ორი ფოტოსურათი, CV (ავტობიოგრაფია), არსებობის შემთხვევაში სამუშაო გამოცდილების ან ნამსახურეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
შრომის ანაზღაურება: 300 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 30 ივლისი.
განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა ჩააბაროთ ადმინისტრაციას.
გასაუბრება ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი - 17 ივლისს 12.00 საათზე; მეორე - 4 აგვისტოს 12.00 საათზე
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18-22, პირველი სართული, ოთახი 102. ტელეფონი:
(+995 32) 2 40 34 40 ელ. ფოსტა: info@sba.edu.ge
This post has been edited by shavnabada92 on 16 Jul 2015, 17:26
მე შენს ნაკვალევს დავჰყურებ ძალიან მომნატრებია © გ. სურამელაშვილი
გაიღიმე გაიღიმე პატარა © მ. სეფაშვილი
ადამიანები ერთმანეთს გაექცეოდნენ, თითოეულის გული და სულისთქმა რომ დაფარული არ იყოს ©კანტი.