ა აგერ საახალწლოდ რა კარგი ვაკანსია დაიდო
ჯობსზე
დასახელება: ელფი
მომწოდებელი: ლაპლანდიური კომპანია
გამოქვეყნდა: 17 დეკ / განახლდა: 18 დეკ / ბოლო ვადა: 17 იან
ლაპლანდიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელფის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სქესი: ყველა
** ელფობის მინიმუმ 100 წლიანი გამოცდილება
** ინგლისურის, სინდარინის და სალაპარაკო ქუენიას ცოდნა
** მარხილის მართვის მოწმობა
** ირმების სიყვარული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ყინვაგამძლეობა
** საოფისე პროგრამების და Corel-ის ცოდნა
** საკუთარი კომპასი
მოვალეობები:
** ბავშვების ბაზრის ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** საჩუქრების ტრენდების ანალიზი და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
** ცუდი და კარგი ბავშვების სიების მონიტორინგი
** საჩუქრების დამზადება, დახარისხება და შეფუთვა
** ირმების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: pixieრებული
"ორი რამაა უკიდეგანო: სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმც პირველის შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ" © ა.აინშტაინი
თუ გინდა გაიგო სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი, გაიცანი პოლიტიკოსები © მე
ბაზრის შავბნელი ხელი დაარეგულირებს ყველაფერს © მე