სკოლის მანდატურის სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მქონდა გაგზავნილი საბუთები, გასულ წელს, ხოდა ჰოი საოცრებავ, დამიძახეს გასაუბრებაზე და თანაც ერთი დღით ადრე მაცნობეს ამის შესახებ, ანუ მოსამზადებლად ფაქტიურად დრო არ დამიტოვეს.
რამოდენიმე საკანონმდებლო აქტი იყო მოსამზადებელი და ისე ზერელედ გადავხედე მაინც.
მეორე დღეს თორმეტის ნახევარზე დაბარებული, პირველ საათზე ძლივს შევედი გასაუბრებაზე და ამის გამო თავს იმით იმართლებდნენ რომ hr.gov.ge-იმ გაჭედაო და რეზიუმეებს ვერ ვბეჭდავთო.
ანუ ჯერ გასაუბრებაზე დაგვიბარეს, როგორც ჩანს ყველა მსურველი, და სწორედ იმ გასაუბრების დღეს დაიწყეს რეზიუმეების გადარჩევა
მანამდე უამრავი გასაუფრება მქონდა გავლილი, მაგრამ მსგავსი პირველად შემემთხვა.
მოკლედ, ერთერთი კომისიის წევრი გოგონა მეკითხება: მომიყევით თქვენი გამოცდილების შესახებო.
რომელი გამოცდილების შესახებ: გამოცდილება შეიძლება სექსუალურიც იყოს,
ცხოვრებისეულიც და სამსახურეობრივიც, თქვენ რომელი გაინტერესებთ მეთქი?
სამუშაოო, დამიკონკრეტა, ცოტა არ იყოს შეშფოთებულმა.
მეც მოვუყევი რომ მსგავს სფეროში 15 წლიანი გამოცდილება მქონდა, თავისი ყველა დეტალით.
შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებზე მკითხა, ისიც ჩავაბულბულე და შევამჩნიე რომ ამ გოგოს ფერი ეკარგებოდა.
რატომღაც ძალიან აღელდა.
ამ დროს ერთი 40 წლამდე კაცი, ისიც კომისიის წევრი, ჩაერია ჩვენს საუბარში და მეუბნება, მართალია შესაბამისი გამოცდილებაც გქონიათ და განათლებაცო მაგრამ იქნებ შუალედური რგოლიდან გეცადათ ჩვენთან სამსახურის დაწყება, სამმართველოს უფროსობა შეიძლება გაგიჭირდეთო.
რომელი შუალედური რგოლიდან მეთქი?
აი მანდატურებსა და სამმართველოს უფროსებს შორის რო არიან, კოორდინატორები ჰქვიათ მაგათო.
ჰო და როგორ მოვიქცე მეთქი ამისთვის?
არა მაგ ვაკანსიაზე უკვე იყო კონკურსი და დასრულდაო.
აქ კი ყელში ამომივიდა და ყველაფერი ვუთხარი რასაც ვფიქრობდი, საჯარო სამსახურის ვაკანსიების, კონკურსების ფორმალურობის და ამ ყოველივეს ფიქტიურობის შესახებ.
თქვენ წარმოიდგინეთ არ დამეთანხმდნენ
და ამ სულელმა გოგომ, რომელიც პირველად მესაუბრებოდა იგივე გაიმეორა რაც იმ კაცმა, რომ მე თურმე კოორდინატორობა უფრო შემეფერებოდა.
მოკლედ ერთი ორი მწარე კიდევ ვუთხარი და დავცინე კიდეც იმ ყოველივეზე რასაც ისინი თავიაანთი უტვინობით სჩადიოდნენ.
* * *
მოკლედ მინდა მოვუწოდო ყველას; ხელი არ ჩაიქნიოთ და თუ გრძნობთ იმას რომ შეგიძლიათ სწავლა-განათლება, ხართ მოტივირებულნი და დროც გაქვთ ამისათვის, მიაწექით ბოლომდე ამ კონკურსებს, თქვენი სიმართლე გაიტანეთ ყველგან, არ მოგერიდოთ არაფრის, არც სიმართლის თქმის და არც იმის რომ იქით დასცინოთ და მასხრად აიგდოთ ე.წ. საკონკურსო კომისია, რადგან ისინი ხომ ჩვენ დაგვცინიან და გვეკაიფებიან ფაქტიურად ე.წ. გარედან მოსულებს და თანაც ხელფასს იღებენ ამაში.
ერთად მივაწვეთ მართალ საქმეს და ვფიქრობ აუცილებლად გამოსწორდება ყველაფერი,
არ დავნებდეთ, რადგან მათაც ის უნდათ რომ რაც შეიცლება ბევრმა ჩაიქნიოს ხელი და მერე თავისი საქმე ისე აკეთონ როგორც მოეპრიანებათ.